აღსარება

მე არ მინდა, ვინმე შემეხოს. დავიღალე. დამანებეთ თავი. იცხოვრეთ თქვენთვის, იხარეთ, იბედნიერეთ, ოღონდ ნუ გაგახსენდებათ ჩემი არსებობა. ნურც მიზეზებს შემეკითხებით. რადგან თავადაც არც ვიცი. დიახ — გაგება არ მჭირდება, არ მივიჩნევ ამას საჭიროდ. მხოლოდ ცოტა ხნით საკუთარ დარდთან დამტოვეთ. ცრემლების ღმუილთან ერთად ამოვთქვამ და შხაპის ხმა წაიღებს სადღაც კანალიზაციის სიყრუეში. დარჩება არაფერი. არც დალაგდება, არც განათდება, უბრალოდ ოდნავ შემსუბუქდება. ახლა შავი ღრუბლები აღარ მოსავენ გონების კაბადონებს. მხოლოდ ზღვისკენ მიიწევს მთელი არსება. ცისკებ სწრაფვა ზედმეტი კადნიერებაა. შემოდგომაც ეამებოდა გულს. სულს კი გაგება სჭირდება. სპეტაკი ჩახუტება გადაჭარბებული და ეგოისტური მოთხოვნაა, მაგრამ ოდენ თხოვნად აღვავლენ ზეცისკენ. მუხლებზე დავეცი და წამოდგომის თავი არ არის. ტკივილის ფეხებთან ვგდივარ გასუსული ისე, რომ თავმოყვარეობაც სრულიად დაკარგული მაქვს, სინდისიც და გამბედაობაც. უუნარო გავხდი, ამიტომ შემზიზღდა თავი. პროსტრაციაში მყოფი ვიჭრი ვენებს, ამავდროულად მაგიდაზე გადაწოლილი ვიხრჩობი ცრემლებში. თვალების დახუჭვაც კი მეშინია. ისევ ნაჭუჭში შემალვა სჯობს. ღიმილის უკან მიმალვა. ფარდის იქიდან ყურება. ცხოვრება მიდის და მე ვბერდები. თუკი დარჩა რამე ჩემგან …

https://www.youtube.com/watch?v=VNiBBDONSYw

Оставьте комментарий