შემო — დგომა ? . ! 

შემოდგომის განუყოფელი ნაწილია სიცივე და მელანქოლია. მზე ნელ-ნელა კარგავს სითბოს, ამავდროულად თითქოს სხივებს თან მიაქვს ბედნიერების ბოლო ნამსხვრევები თან. მაგრამ არა უკანასკნელი. მცირედ სიხარულს ნაქსოვი შარფი და ყავის სურნელი, ოთახში მიმობნეული, ჩუმად ინახავს ჩემთვის. ცივა, თუმცა თითები განაგრძობენ გვერდების ფურცვლას — წიგნის, ცხოვრების, მეხსიერების. დღეს წვიმდა. ნატიფად რაკუნობდნენ წვეთები ფანჯრის მინებზე, აივნის მოაჯირზე. და ისმოდა […]

Читать далее შემო — დგომა ? . ! 

«მე ისევ მეოცნებე ვარ…»

«ოცნება სულ მიყვარდა. ერთი სული მქონდა, როდის გავფრინდებოდი ჩემი სამყაროს ჯადოსნურ სამეფოში და იქ არავინ შემიშლიდა ხელს. ყველაფერი ისე წარიმართებოდა, როგორც მსურდა. როცა არანაირი შეზღუდვა არ არსებობს… როცა ბედნიერება სუფევს… როცა ძალას არ გართმევს ცხოვრებისეული ბოროტება… როცა ოცნებები ასრულებადია… როცა ოცნებები ხდება… ცას ვეხებოდი თითქოს. კარგი იყო ბავშვობა… გაზრდას რა დამიშლიდა. ხოდა, ახლა სრულწლოვანი მქვია […]

Читать далее «მე ისევ მეოცნებე ვარ…»

Tsunami

Flash… One … two… three.. Deep breathe… Inhale? no… exhale. exhale? Exhale!  No time for limits… No time for prayers… No time for love… Live!  ერთი ღრმა ნახტომი. გარშემო წყალია, მხოლოდ წყალი. გაახილე თვალები. შენი ატეხილი აურზაური მიექანება ზედაპირისკენ. ზემოთ ჰარმონიაა. აქ რა არის? ქაოსი? სიგიჟე? კოსმოსი? არაფერი. მხოლოდ შენ, შენ და წყალი. იგრძენი, ამოისუნთქე. […]

Читать далее Tsunami

მაისი ხელმეორედ შთაგბერავს სულს…!

ჩვენ, მუზა და სამუშაო.. ☺ ❤ ეწაფება სულის სამყაროს ალბიონს; ქუჩაში აბოლებს ნისლი მყრალ ყალიონს, ღიმილით შევხვდები ნაცნობს, ერთი-ორს მივუძღვნი ლექსს, და გავყვები ალიონს! იწაფება მაჯა ცხოვრების რითმებში, იგრძნობა ფარჩა ჩვენს ჩანახატებში, იით აყვავებულ ცას ხედავ თვალებში, გული კი ვერ ჭვრეტს, რა ხდება ფიქრებში… ჩუმად ჩაისახა მარტის მონაქროლი, მას ასაზრდოებდა ჩვენი მონაყოლი, როგორ მოჰყვებოდა ღამეს საუბარი, […]

Читать далее მაისი ხელმეორედ შთაგბერავს სულს…!

ადამიანი

ყოველდღე ვკვდებით და კვლავ აღვსდგებით, რათა განვგმიროთ დაშნით დროება, სიგარეტები, ფუნჯები, ღვინო, მუსიკის სუნი, განმარტოება; ჩვენ ვერც მსოფლიო მოგვიღებს ბოლოს, რაგინდ სასტიკად უნდა გვებრძოდეს, ბოლოს ვაკოცებთ საყვარელ მშობლებს, ძალი რომ მოგვცეს, რათა არ მივცეთ ამ წუთისოფელს, მტვერივით გვშთანთქოს, გაგვანადგუროს, დაგვასამაროს; ყოველდღე ვიწვით შავ სიყვარულში, გვდაგავს მანიის ბნელი ზმანება, ერთხელაც ვცადოთ, გადავიყვაროთ ჩვენი თავები, ჩვენი სულები; მეტი სინათლე […]

Читать далее ადამიანი

ასე დადგა გაზაფხულიც!

  მარტის ბობოქრობა ანუ გაზაფხულის მინიატურა ❤   ჩუმი სისინით დათმო თებერვალმა პოზიციები, მარტი ეხვევა მიმოზების ყვითელ თავშალში, რატომ გაიქეცი, წახვედი, ასეთი ოვაციებით ვინ დაგხვდებოდა, ვინ გაჩუქებდა ჰორტენზიებსაც. მალე ვარდიც გადამიშლის ჩუმად ბედ-იღბლის წიგნებს და დავრჩები სრულიად მარტო, ერთი ეული, მზის გალაშქრება მთვარეზე თეთრი შროშნებით, იებით ცისფერი  ჩახუტება ჩუმ ოცნებებზე. გაცისკროვნებით მოველოდი მე ამ დროის […]

Читать далее ასე დადგა გაზაფხულიც!

ემიგრანტის წერილი

საშინელია დედისთვის იმთავით ის შავი განცდა, როცა წლებია, საყვარელ შვილს ვერ იკრავს დახაზულ გულში, პაწია გოგოს რომ არ უკრავს შავ თმაზე ბაფთას, პატარა ვაჟკაცს ვეღარ უკოცნის ფუნჩულა ლოყას.   ძალიან დაიღალა, ქანცი გაეცალა, მაგრამ ვერ ბედავს რომ იწუწუნოს, იწყევლოს გაწამულ ბედზე, ჩუმად დასტირის ღამით უწმინდეს ღვთისმშობლის ხატებს, როცა ადარებს თავის ტანჯვას უფლისა დედას.   თვითონ […]

Читать далее ემიგრანტის წერილი

Libertango

როცა დაბერდები, და ვერ გახელდები,  ამოსუნთქვაღა გიკავებს ფილტვებს,  გული ბრმად ითვლის უკანასკნელ რითმებს, განვლილი ცხოვრებით გულწრფელად ბრმავდები; და ლიბერტანგო დაგრჩება წასული, ვერ აითრევა მძიმედ ეს სხეული; მაგრამ გახევდება რითმი კვლავ ცეკვაში, პირუეტს გამოწერ შენს წარმოსახვაში. შენ ისევ მარტო ხარ, გაჩუმდნენ სულები, ბოლო ამოსუნთქვა გახრჩობს, მორჯულებით ვეღარც კი გაბედავ, მიუშვებ, ხელებით გამოწერ ჰაერში ცხოვრების სირთულეს. აპლოდისმენტები… […]

Читать далее Libertango

გაფრენა კოსმოსში…

ჟრჟოლვა… ქიმია? თუ უფრო გრძნობების? სიცივე… მაისის თუ მკაცრი დეკემბრის? გაფრენა ცაში ჩვენი სიყვარულის, მოლხენა ზღვაში, ჩაძირვა ტალღებში. ვიზიტი მეგობრის და ყუთი საჩუქრით, ნასროლი — ტყვია, დანა კი — ზურგში. შავი ჰორიზონტი. სიბნელე გულში; ღერი სიგარეტის, მოწევა ოთახში. დახრჩობა კვამლში, დამწვარი ფილტვები. წიგნი ვენებში, გული — ფიქრებში. გარეთ სიცივე, თოვლია, ბარდნის; მე ველოდები თავგასულ ყმაწვილს.

Читать далее გაფრენა კოსმოსში…

Навеяно осенью…

რამდენი ხანია, რაც შემოდგომა დადგა… მე კი ახლა შევიგრძენი! ცივა! მცივა! რაღაცნაირად განტვირთვა დამჭირდა.. 🙂 ხელოვნება მომენატრა ❤ სუნი… სანთელი… მოთხრობა — დიდი..! გრძნობა — პატარა, და ალგორითმი ამ სიყვარულის, გაუგებრობა — ცივი ცხოვრების. ჭამა — მოთხოვნა თუ მოთხოვნ- ილება? ცხელი შოკოლადი, ზამთრის — გაციება; თითი — ჭიქაზე, მცირე დამწვრობა, ცივი შხაპი, მარტოობით — დატკბობა. […]

Читать далее Навеяно осенью…