Избранное

წინასაახალწლო სამზადისი

ზამთრის დადგომას ყოველთვის მძაფრად ვგრძნობ ხოლმე. ვიზაფრები, ვიფუთნები, ვიმარაგებ ცხელ შოკოლადსა თუ ცხელ-ცხელ ჩაის და ვცდილობ, მოწყენილობაში არ გავლიო უქმად დარჩენილი საათები. ფიქრი ბევრია. იმაზე მეტი, ვიდრე მონელება შემიძლია. ამიტომ არ ვფიქრობ. ვკავდები ათასი საქმით, სამსახურით, სწავლით, კითხვით, ულევი რაოდენობის წიგნითა თუ გვერდით, რათა — არ ვიფიქრო. დრო თითქოს გაიყინა და მე შემოდგომის გოგრისფერ ფოთლებში […]

Читать далее წინასაახალწლო სამზადისი

ორთქლის ბანგი

პარასკევის დაცრეცილ საღამოს მძიმე ფეხებით დავაბიჯებ სახლში. თითქოს თავს ვერ ვზიდავ და ვცდილობ, სიარულისას არ დამეძინოს. ჩუმად, რაც შეიძლება უხმოდ ვადუღებ ცხელს შოკოლადს და ასევე ჩუმად ვსვამ. ასევე ჩქარა. მუდამ — ასე. მგონია, ვერასდროს მოვიპოვებ მოსვენებას. ყოველთვის საითკენ, სადღაც, რატომღაც მიმიჩქარია … ტვინი გაგუდულია ამდენი ფიქრით, ამდენი გადააზრებით, ამდენი ყურადღების გადატანით. საქმე, სწავლა, ყოველდღიური პატარ-პატარა […]

Читать далее ორთქლის ბანგი

ზაფხულის პეპლისფერი ნიავი უბერავს , იცი?

ღამე თენდება, დილა ღამდება. ყველაფერი ერთმანეთს ჰგავდა, მაგრამ უცვლელი არაფერია და უცებ თავდაყირა დგება ეს ჩვეული სამყარო. ამდენი წელია, «ვწერ», თუმცა კი მაინც არ მყოფნის სიტყვები, რათა გამოვხატო, რაც დუღს, მძაფრად დუღს, ემოციებისა და გრძნობების ოხშივარი ასდის, მაინც კი ვერ მიდის ვერსად . თითქოს არსად არ ისახება გამოსავალი, ნელ-ნელა მძიმდება ეს ორთქლი, იღრუბლება ნათელი ცა. […]

Читать далее ზაფხულის პეპლისფერი ნიავი უბერავს , იცი?

საღამოს ჩაის ფონზედ

მარტის ამინდი ჩემს ხასიათზე უფრო მოულოდნელად იცვლება. ისე დაიწყო წვიმა, რომ გონსაც ვერ მოვეგე. უბრალოდ წვეთები რაკუნობდნენ მხრებზე და დამძიმებული ჰაერი უცებ გაიფანტა. დავმშვიდდი. მივაბიჯებდი და არ მაწუხებდა არც წვიმის წვეთები, ჩემს უპეებზე ცრემლებად ქცეული. ეს დღეებია, მეტირება და ცას ვაბრალებ ასეთ ემოციურობას. ვცდილობ, მედგარი ვიყო. როგორც ყოველთვის. როდესაც მარტო ვარ , განსაკუთრებით სეირნობის დროს, […]

Читать далее საღამოს ჩაის ფონზედ

ფანჯრის რაფაზე

მე ჭღალისფერი კატა ვარ, ფანჯრის რაფაზე რომ წამოსკუპებულა. როცა აივნის კარებს გამიღებენ, მხოლოდ მუდამ სველ ცხვირს გავყოფ გარეთ; ერთს ღრმად ჩავისუნთქავ ჯერ გამოუგაზაფხულებელ სუსხ ჰაერს და სიგარეტის ბოლქვის სიმწარეს ამოვუშვებ გარეთ. იცით, არასდროს გავცილებულვარ ჩემი აივნის საზღვრებს — მხოლოდ აქაა ჩემი ნავსაყუდელი და ჩემი სამფლობელო. იცით, ჭღალი კატების დიდი ნაწილი მამრობითი სქესისაა. მე კი ვამაყობ, […]

Читать далее ფანჯრის რაფაზე

ჩაის მოდუღებამდე

პარასკევი სამუშაო კვირის დასასრულის კულმინაციაა და ალბათ, ყველაზე ბედნიერი დღეა. მაგრამ როგორი რთულია ასეთ დილას გაღვიძება და თბილი საწოლიდან გამოძვრომა. საბნის სიყვარული ათმაგდება, ასმაგდება, შეიძლება მიჯნურის ტრფობაზე ძლიერი ხდება. დილის აუტანელი სიმსუბუქე ჭამს ისედაც მოჟამულ განწყობას. პირის დაბანა. საუზმე. გამზადება და გადაფერვა. თმის დავარცხნის რიტუალი. სახლიდან გასვლა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი. წიგნი. სანამ კაბინეტის ნაცრისფერ კარს შემომიღებენ, […]

Читать далее ჩაის მოდუღებამდე

აღიარებათა შრიალი

დედას სძინავს. მე ამდენი ხნის შემდეგ — პირველად მყოფნის გამბედაობა, რომ რამე დავწერო, რამე ვთქვა. ადრე სულ ვწერდი, ყოველ თვე — რეგულარულად. ზოგჯერ (ხშირად) — თვეში რამდენჯერმეც კი. ახლა … ახლა ძალა არ მყოფნის ხოლმე. არც შემართებაა სადმე დარჩენილი. ხალისი? მხოლოდ ერთი-ორი საქმე მაგრძნობინებს, რომ ეს ცნება საერთოდ არსებობს. ამინდებიც როგორია — ძილისპირული, არაფრისმთქმელი და […]

Читать далее აღიარებათა შრიალი

დაასველა წვიმამ მოგონებები? …

როცა მაისი სულაც არ მაისობს და წვიმამ მოსპო ყველანაირი დრაივი, ვრთავ მუსიკას ყურსასმენებში, ვთხავ უამრავ სცენარს გონებაში და ამ წარმოსახვის აჩრდილებში ვცეკვავ. ახალი ტანსაცმლით, ძველი ადამიანებით, ნაცნობი პეიზაჟებითა და უცნობი კოქტეილებით … ისე მინდება , წამოვხტე და მართლა ვიცეკვო, თითქოს არავინ მიყურებს და არავინ განმსჯის, არავინ შემაფასებს და უბრალოდ, უბრალოდ ამყვება, მიგრძნობს, ვიგრძნობ. ზუსტად ის […]

Читать далее დაასველა წვიმამ მოგონებები? …

Sometimes, when I’m high…

ქაოტური დღეები ებმის ერთმანეთს ერთ დაუსრულებელ მძივად და ვერ ვარჩევ , როდის რა ხდებოდა. როგორი დამაბნეველია … ის მომენტი ჯერაც არ მაქვს გადალახული, როდესაც მომენტები ხდება more like overwhelming and I do not know what to do, how to act. თითქოს ზრდასრული ადამიანი მეთქმის, შეიძლება ჯერ გამოუცდელი და დაუღვინებელი, მაგრამ … ჯერაც მწყინს რაღაცეები. არ […]

Читать далее Sometimes, when I’m high…

კომშის კომპოტის სუნი დგას სახლში

იმდენი ხანია, მომწყდარი ვარ საკუთარი ბლოგის სამყაროს, თავი უცხო მგონია უცებ. ვუყურებ ბოლო პოსტებს და ვერ ვხვდები, რომ ვერ ვარ. რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში? მე. მე შევიცვალე. მე შევიცვალე და ჩემი სამყარო. ხოლო გარეთა, შეუცნობელი და გასაოცარი სამყარო მუდამ იცვლება, ჩემდა დაუკითხავად და უნებართვოდ, მოულოდნელად და გამოუცნობლად — ისე, რომ მე ვერასდროს ვამჩნევდი… იმდენი […]

Читать далее კომშის კომპოტის სუნი დგას სახლში