{ უცნობი }

100 Letters

ა - ან საკუთარ თავს გავექცევი, ან შენ გამოგეკიდები - უკან. მომეცი არჩევანის უფლება, გთხოვ. ბ - ბედის არ მჯეროდა არას-დროს, მაგრამ შენ ყოფილხარ ის, დაწყევლილი და გამაუბედურებელი. ბედნიერი? ჩემს ბედად, ასეთი არ ვშობილვარ. გ - გული იქცა გონებად. შენი - ჩემად...? დ - დიდი: ფიზიკურად, სულიერად, ემოციურად. მაგრამ ი ს დარჩა უბერებელი, გაუწრთობელი, გაურყვნელი… Continue reading 100 Letters

Реклама
Без рубрики

ერთი ქალის ისტორია ანუ ყავის ლიქიორი

"იცი, რამდენჯერ მიტირია? ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ. მაგრამ ერთხელაც ვერ მივეცი უფლება თავს, თქვენ წინაშე ერთი ცრემლიც კი გადმომეგდო. ჩუმად, წყნარად ვასველებდი უკვე გამაგრებულ ბალიშს. დრო ჩემთვის არაფერს ცვლიდა: კვლავ ვრჩებოდი მეგობრულ მარტოსულ ქალად. მომღიმარი კოლეგები სამსახურში მისურვებდნენ კარგ დღეს, ფინჯან ყავასთან ერთად მანდობდნენ, თუ როგორი უპასუხისმგებლოა მათი ქმარი, ან რომელი კაბა აარჩიეს მათი ბიძაშვილის ქორწილისთვის.… Continue reading ერთი ქალის ისტორია ანუ ყავის ლიქიორი

მოკლედ - ჩემი რეცენზიები :)

ზოგჯერ … 

ხდება, როცა დიდი ხნის მერე აღმოჩნდები უცხო გარემოში ნაცნობ ადამიანებთან ერთად, შენ არაფერი შეგიძლია, მაგრამ სწორედ ეს უძლურება განიჭებს თავის-უფლების იმ საოცარ განცდას, როცა ლამის ცრემლები წაგსკდება აციმციმებული თვალებიდან და ბედნიერების მძიმე ბურთი გაგეჩხირება ყელში. გადაყლაპვა საჭირო არაა, მხოლოდ გულს უნდა მოუსმინო. გიტარა ჩხრიალება თავისთვის და საათი წიკწიკებს კედელზე. ქაოსისგან იქმნება ისეთი საოცარი ჰარმონია, რომელიც… Continue reading ზოგჯერ … 

Без рубрики

იცი, ბევრი რამ არ მითქვამს…

ყვავის იასამანი. უპატრონოთ ვჩუქნი გაფურჩქნულ სულს. მხოლოდ ერთნაირი გასაჭირში ჩაცვენილთ გვესმის ყველაფერი... ერთმანეთის... სხვათა ერთი. და ჩვენი მრავალი... გაზაფხული შემობრძანდა ჩემს სულში. მერევა დარდი და სევდა. მძალავს, კვლავ მივაკითხო უცნობ ადამიანებს; შევისრუტო მათი ცხოვრება, უბედურება თუ სიხარული, ცოდვები თუ კეთილი საქმეები. ვემალები მზის სხივებს.     21-ე საუკუნეა და : ტექნოლოგიების ეპოქაა, პროგრესის ხანაა, სოციალური ტყვეობის… Continue reading იცი, ბევრი რამ არ მითქვამს…

მოკლედ - ჩემი რეცენზიები :) · უბრალოდ - შემოქმედება ! ^_^

«მე ისევ მეოცნებე ვარ…»

«ოცნება სულ მიყვარდა. ერთი სული მქონდა, როდის გავფრინდებოდი ჩემი სამყაროს ჯადოსნურ სამეფოში და იქ არავინ შემიშლიდა ხელს. ყველაფერი ისე წარიმართებოდა, როგორც მსურდა. როცა არანაირი შეზღუდვა არ არსებობს… როცა ბედნიერება სუფევს… როცა ძალას არ გართმევს ცხოვრებისეული ბოროტება… როცა ოცნებები ასრულებადია… როცა ოცნებები ხდება… ცას ვეხებოდი თითქოს. კარგი იყო ბავშვობა… გაზრდას რა დამიშლიდა. ხოდა, ახლა სრულწლოვანი მქვია… Continue reading «მე ისევ მეოცნებე ვარ…»

Без рубрики

იცი, მეგობრობამ «შემაწუხა»…

  მე ხომ სულ გრძნობები მაწუხებს... ამბობენ, რომ ჩანასახი თავიდანვე გრძნობს ყველაფერს. თითოეული ემოცია, ქმედება მასზე გავლენას ახდენს.  რომ წარმომიდგენია, როგორ იწყებს ცემას მინიატურული გული... შემდეგ იწყება განვითარება; მყარდება დედასთან უკვე რაღაც ზედონის კონტაქტი. მშობელი შვილის ნაწილია და პირიქით. იწყება... რა? რა იწყება? არ ვიცი, რატომ დამაინტერესა. ახსნა ბოლომდე ვერ მოვუძებნე. მაგრამ, ალბათ, ცხოვრებაში პირველი… Continue reading იცი, მეგობრობამ «შემაწუხა»…