იცი, ბევრი რამ არ მითქვამს…

ყვავის იასამანი. უპატრონოთ ვჩუქნი გაფურჩქნულ სულს. მხოლოდ ერთნაირი გასაჭირში ჩაცვენილთ გვესმის ყველაფერი… ერთმანეთის… სხვათა ერთი. და ჩვენი მრავალი…

გაზაფხული შემობრძანდა ჩემს სულში. მერევა დარდი და სევდა. მძალავს, კვლავ მივაკითხო უცნობ ადამიანებს; შევისრუტო მათი ცხოვრება, უბედურება თუ სიხარული, ცოდვები თუ კეთილი საქმეები. ვემალები მზის სხივებს.

   

21-ე საუკუნეა და : ტექნოლოგიების ეპოქაა, პროგრესის ხანაა, სოციალური ტყვეობის ჟამია. საზოგადოების «მოაზროვნე» ნაწილი შეშფოთებულია — ტექნიკის მონებად ვიქეცით. დაიკარგა ცოცხალი ურთიერთობა, საუბრები, შეხვედრები. თითქოს ყველაფერი «კომპიუტერის» ბრალია. თან სისულელედ გვეჩვენება ახალგაზრდა თაობას მსგავსი აზრები. ასეთმა პროგრესმა ჩვენ წინ უამრავი შესაძლებლობა ამოატივტივა. მაგრამ ამას თავი დავანებოთ.

21-ე საუკუნეა და უბრალოდ — მარტო ვარ. გახსნილია სოციალური ქსელები, ათასჯერ გადათვალიერებულია.7WgBVAj4N18

შემოდგომა კვლავაც იღვრება წყნარ, ცოტათი დამთრგუნველ მელანქოლიაში, მის სიყვითლეში მზის სითბო გაკლია. სჯობია, მზის ძებნას საკუთარი სითბო, ენერგია იპოვო. მოგეშვება, გაგითბება.

ორივეა და ერთია. ერთია და ორივეა. ცალ-ცალკეა? თან კი და თან არა. არადა მხოლოდ დღემ ჩაიარა ჩვენთვის… ღამემ კაშმირის საბანი გადაიფარა. … ! ბანალურია — სიტყვები ზედმეტია… ფიქრები?  წვიმისფერია და ცისარტყელას სუნით გაჟღენთილი. ასე მომწონს. როცა ერთის ყავა შეხვდა მეორეს ჩაის, ოღონდ პირიქით… ამ დროს კი ვაგონი მიქრის!

უცებ Sia-ს Cheap Thrills გამახსენდა. ჩვენ არ გვჭირდება ფული გასართობად. ჩვენ არ გვჭირდება დალევა გასართობად. ჩვენ არ გვჭირდება კლუბი გასართობად. მოგვეცით გიტარა და ჭერი თავზემოთ. დაგვიჯერეთ, ჩვენს ხმას კილომეტრებს იქით გაიგებთ. არც პოპულარობა გვინდა, არც თავის გამოჩენა, არც დასაჩუქრება. ერთად ყოფნაც გვეყოფა. მეგობრობაც გვეყოფა. სიყვარულიც გვეყოფა. ჩვენი თავი გვეყოფა.

     ქუჩაში ერთხელ შევხვდებით… წლების მერე. იმედია, გაგვახსენდება ეს და თვალს არ ჩავუქცევთ მიწისკენ… და სიხარულით ავხედავთ ცას, ჩახუტებას წამები რომ დააკლდება…

P.S. მუზა კი კუთხეში ჩუმად ტიროდა, ემოციებით აღსავსე.

რთულია გოგოობა…

ქალი ჯაზს ჰგავს: სავსეა იმპროვიზაციითა და შთაგონებით. აქ კითხვები უძლურია — რაც უფრო მეტს დასვამ, მით უფრო მეტად აიბნევი. ალოგიკურობა ჩვენი ბუნების დამსახურებაა, სიყვარულისადმი მუდმივი სწრაფვის ბრალია. შეუძლებელია ქალი უსიყვარულოდ: ან ის უყვართ, ან მას უყვარს, ზოგჯერ — ორივე.

ისევ და ისევ ვიტყვი: არ არსებობს ქალი უსიყვარულოდ. სიყვარული ხომ ხელოვნებაა, ქალი კი თავად მუზაა, სხვა თუ არაფერი.

რთულია როცა წინ ცხოვრების ახალი შეუცნობელი ეტაპი გეწყება. არ იცი და გეშინია. თავადაც იცი რომ შიგნიდან გკლავს ეს შიში მაგრამ თავს ვერ ერევი. ადამიანური ბუნება გძალავს. თან ფიქრები გჭამს. ცუდი გაურკვეველი ფიქრები. ძველი ბედნიერი დრო გენატრება, უდარდელი და შორეული. მაგრამ უაზროა ნოსტალგია, უკან მაინც ვერაფერი დაბრუნდება. თავი მაღლა უნდა ასწიო, ამაყად გაიარო და არაფერი შეიმჩნიო. არც უნდა გეშინოდეს. შენი თავი შენს ხელშია. ბედსაც თვითონ უნდა გაუმკლავდე, სხვა გზა არაა. რწმენა არ დაკარგო და იბედნიერე. სხვა გზა არაა, არა! სიცოცხლე ბედნიერების ყავას ჰგავს, სიახლეების რძით, სიყვარულის შაქრითა და უბედურების სიმწარით გაზავებულს.