ჰარალო ანუ კვატი

«რთულია როცა წინ ცხოვრების ახალი შეუცნობელი ეტაპი გეწყება. არ იცი და გეშინია. თავადაც იცი რომ შიგნიდან გკლავს ეს შიში მაგრამ თავს ვერ ერევი. ადამიანური ბუნება გძალავს. თან ფიქრები გჭამს. ცუდი გაურკვეველი ფიქრები. ძველი ბედნიერი დრო გენატრება, უდარდელი და შორეული. მაგრამ უაზროა ნოსტალგია, უკან მაინც ვერაფერი დაბრუნდება. თავი მაღლა უნდა ასწიო, ამაყად გაიარო და არაფერი შეიმჩნიო. არც უნდა გეშინოდეს. შენი თავი შენს ხელშია. ბედსაც თვითონ უნდა გაუმკლავდე, სხვა გზა არაა. რწმენა არ დაკარგო და იბედნიერე. სხვა გზა არაა, არა! სიცოცხლე ბედნიერების ყავას ჰგავს, სიახლეების რძით, სიყვარულის შაქრითა და უბედურების სიმწარით გაზავებულს.» — ასე იწყებოდა ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში.

ჩემი ხასიათი რომ ვიცი, ამიტომ მეშინოდა. მარტო დარჩენის, განრიდების, ემოციური სტრესის. მიუხედავად იმისა, უამრავი მეგობარი, ამხანაგი და ნაცნობი მყავდა. ერთგვარი მოლოდინით იძაბებოდა გახარებული განწყობა…

მაგრამ პირველივე დღიდან დაიწყო ყველაფერი. არასდროს მეგონა, რომ ასე უცებ მოვახერხებდი გათავისებას, დამეგობრებას, გაშიანაურებას. მუდამ თანადგომა, მხარდაჭერა, დახმარების სურვილი, ერთობა და გართობა ყველაფერში…

უცებ ჩამოყალიბდა 12. «განრისხებული მამაკაცი»? არა. 12 ჯგუფელი, 12 მეგობარი, 12 გუნდელი და 12 მებრძოლი. ერთად იქნება არა მარტო 6 წელი, არამედ — უამრავი …

შეიძლება ბევრი რამ ჯერ არ ვიცით ერთმანეთის შესახებ, ბევრი რამ გვაქვს გასავლელი, ბევრი რამ არ მოგვეწონება ერთმანეთში, მაგრამ ასეთ შეკრულობას არაფერი დაშლის.

რა სიტყვები უნდა ვიპოვო, რომ გამოვხატო, რამდენი რამ ვისწავლე და დავინახე მათთან ერთად ყოფნით…

იქნებ ბევრმა თქვას, რომ საუკეთესო ჯგუფი ჰყავს. მე მაგას ვერასდროს დავიჯერებ. 

ასე დამთავრდა პირველი კურსი. ვნახოთ, რა იქნება … 

P.S. 1. ყველაზე არტული მ.

2. ყველაზე «კაი» ა.

3. ყველაზე სათუთი თ. 

4. ყველაზე «გეფიცები» გ.

5. ყველაზე «Fashion» ქ.

6. ყველაზე «Meme» გ.

7. ყველაზე ემოციური ა. 

8. ყველაზე ლონდონური ლ.

9. ყველაზე პასუხისმგებლიანი მ.

10. ყველაზე ყველაფერში ნიჭიერი თ.

11. ყველაზე ტაში-გოგონა ნ.

12. და მე 🤗😌