მოკლედ - ჩემი რეცენზიები :)·უნცაური

ძაღლების ქალაქი

ჩვენ გარშემო ყველაფერი დეკორაციებია. ჩვენივე ცხოვრების თანმდევი დეკორაციები. მხოლოდ პირობითი ხაზები, რომლებიც გამოყოფენ სივრცეს. რეალურად, სამყარო საერთოდ ყველასთვის. დროის დენის განმსაზღვრელი არაფერია. ის თავად განაგებს, როგორ იაროს. მარტოდ საკუთარ თავში ჩაკეტილებს გვეჩვენება, რომ ის ხანდახან მიიწელება და ზოგჯერაც გარბის. დრო კი თავის რიტმს, რითმს არ უხვევს არასდროს. ეს არც ჩვენ აგვცდება. ნათქვამია, რომ ადამიანის ნამდვილ… Читать далее ძაღლების ქალაქი

Реклама
მოკლედ - ჩემი რეცენზიები :)·უნცაური

ფოტოს და გრაფოს

კინო, კინო, კინო! რამდენი კინო ტრიალებს ჩემს გარშემო - კინო-ცხოვრება, კინო-ფილმები, კინო-აზრები. თითოეული ადამიანის ცხოვრება ცალკე აღებული გამორჩეული ფილმი იქნება. მაგრამ რამდენად საინტერესოა მთლიანი დანახვა? ღირს კი, ან განა საჭიროა? მე ფოტოგრაფიისკენ მიმიწევს გული. ფოტოსურათი - ეს არის კონკრეტული, გამორჩეული მომენტის დაჭერის შესაძლებლობა. სულაც არაა აუცილებელი, რომ იყოს ლამაზი, საინტერესო, თვალისმომჭრელი. მთავარია - თქვას, გამოხატოს,… Читать далее ფოტოს და გრაფოს

Без рубрики

ძილისპირული

ყოველდღე ფიქრებით თავატკიებული ვიღვიძებ. მუდამ დაჰქრიან ჩემს თავში. ისინი მაიძულებენ გავიღიმო, ვიტირო, ვიოცნებო, ვიყვირო და გაშტერებულმა საათობით ვუყურო ჭერს. გაზაფხულის ბრალია თუ ზამთრის გადაგორების, მაგრამ მანიამ შემიპყრო თითქოს. ვცდილობდი, ყოველდღე ერთი კონკრეტული მოქმედება დანიშნულ დროს გამემეორებინა. ყოველდღე; ზუსტად; მუდმივად. ნელ-ნელა ვგიჟდებოდი. ესეც ფიქრებს დავაბრალე. ზოგადად, რა არის ფიქრი? როგორ გვაფიქრდება? რატომ? რანაირად? რატომ კონკრეტულად ეს… Читать далее ძილისპირული

{ უცნობი }

გაზაფხულდა. თითქოს

მთვარის ციკლები დაუსრულებლივ ცვლიან ერთმანეთს ცვრიან კაბადონზე. ქვემოთ, ბევრად ქვემოთ შიშინებს ამღვრეული ზღვა და მისი ჰიტონის დალეწილ კალთები გამძვინვარებულნი, გამხეცებულნი ასკდებიან დედამიწას. ცა კი მაინც იმოსება ფერფლისფერი ღრუბლებიც. დღეს სიკვდილის დღეა. დღეს დაილევა ლეტა. აღარ იარსებებს არც წარსული, არც მომავალი. გაიყინება წამი და ... რა მოგვივა ჩვენ?ზუსტად 7 წამია თოკის ერთი ბოლოდან მეორემდე. ციდან ცამდე… Читать далее გაზაფხულდა. თითქოს

Без рубрики

სადღაც საუკუნის ნაწერი

რა არის ეს ნაწერები, თუ არა გულის გადაშლის საშუალება? ნაცნობი თუ უცნობი კითხულობს და ხვდება კი? სწორად იგებს, რა ჩააქსოვე, როგორ, რატომ, რისთვის ... ღირდა კი დაწერა, გამოქვეყნება, საერთოდ ბლოგის დაარსება.  რამდენად რეალურია რეალობა? ზღაპრები გვიყვარს ბოლომდე. სიზმრები, ოცნების კოშკები, თავზე რომ გვემსხვრევა და ეს ნამსხვრევები გვირჩევნია სინამდვილის თქეშში ამოხრჩობას. სწორედ ეს ოცნება მაძლევს ფრთებს,… Читать далее სადღაც საუკუნის ნაწერი

{ უცნობი }

შეუცნობლობის ღმერთი

რა არის სიყვარული? როგორია? სად იწყება და სად მთავრდება? ნამდვილი სიყვარული. არა ის, რასაც ჩვენ მიმოფანტული ასოებისგან ვაწყობთ და კონკრეტულ სახელს ვარქმევთ, უაზროდ ვფლანგავთ, ადვილად ვჩუქნით, დაუნანებლივ ვანგრევთ ...   რთულია, ჰკითხო ვინმეს, უყვარხარ თუ არა. ადამიანებს უფრო გვიჭირს, ვაღიაროთ, რომ არ გვიყვარს. შეიძლება უკვე აღარც. ვეჭიდებით წარსულის მოგონებებს ან მანია გვითრევს. რეალობა გაჩხერილია სადღაც… Читать далее შეუცნობლობის ღმერთი