{ უცნობი }

მთის კალაპოტებს გადაღმა

ვღიღინებ მსუბუქ, მსუბუქ მელოდიას და იგი აღსავსეა ფალშით. ჰაეროვანი ლაითმოტივები - ჩემს ცხოვრებაში ხომ არაფერია ასეთი. ყოველი სიტყვა, ყოველი ქმედება, ყოველი აზრი მოქცეულია ეჭვის წნევის ქვეშ. მეც ვიზნიქები, ვიზნიქები იატაკამდე და თვალებს ვუსწირებ დედამიწას. ოჰ, როგორი მშვენიერია, მაგრამ თუ შემრჩა ამ სილამაზის დანახვის უნარი? გონება დაბინდულია აპათიით და გამოსავალი აღარსადაა. ფალშტონებს ურევს პიანინო, ხალხი კი… Читать далее მთის კალაპოტებს გადაღმა

Реклама
{ უცნობი }

აღსარება

მე არ მინდა, ვინმე შემეხოს. დავიღალე. დამანებეთ თავი. იცხოვრეთ თქვენთვის, იხარეთ, იბედნიერეთ, ოღონდ ნუ გაგახსენდებათ ჩემი არსებობა. ნურც მიზეზებს შემეკითხებით. რადგან თავადაც არც ვიცი. დიახ - გაგება არ მჭირდება, არ მივიჩნევ ამას საჭიროდ. მხოლოდ ცოტა ხნით საკუთარ დარდთან დამტოვეთ. ცრემლების ღმუილთან ერთად ამოვთქვამ და შხაპის ხმა წაიღებს სადღაც კანალიზაციის სიყრუეში. დარჩება არაფერი. არც დალაგდება, არც… Читать далее აღსარება

{ უცნობი }

უამინდობა ძილის ჟამს

ზოგჯერ ყველაფერი ერთმანეთში ირევა. იშლება ყველანაირი ზღვარი, საზღვარი და აკრძალვა, რჩება მხოლოდ ასეთი უშნო გულგრილობა. არც თქმის სურვილია, არც დაწერის. სრულიად არაფრის. მერედა როგორი წებოვანია?! არაფრის დიდებით არ მოგშორდება. დარჩები საკუთარი თავის მიღმა. ამიტომ ... მეზიზღება? არ ვიცი. უბრალოდ ამ გრძნობის განსაზღვრება არ მაქვს. მგონია, ცოცხალ არსებას ვერც შევიზიზღებ და ვერც შევიძულებ. ქმედება, აზროვნების მიმართულება,… Читать далее უამინდობა ძილის ჟამს

{ უცნობი }

გაზაფხულდა. თითქოს

მთვარის ციკლები დაუსრულებლივ ცვლიან ერთმანეთს ცვრიან კაბადონზე. ქვემოთ, ბევრად ქვემოთ შიშინებს ამღვრეული ზღვა და მისი ჰიტონის დალეწილ კალთები გამძვინვარებულნი, გამხეცებულნი ასკდებიან დედამიწას. ცა კი მაინც იმოსება ფერფლისფერი ღრუბლებიც. დღეს სიკვდილის დღეა. დღეს დაილევა ლეტა. აღარ იარსებებს არც წარსული, არც მომავალი. გაიყინება წამი და ... რა მოგვივა ჩვენ?ზუსტად 7 წამია თოკის ერთი ბოლოდან მეორემდე. ციდან ცამდე… Читать далее გაზაფხულდა. თითქოს

{ უცნობი }

შეუცნობლობის ღმერთი

რა არის სიყვარული? როგორია? სად იწყება და სად მთავრდება? ნამდვილი სიყვარული. არა ის, რასაც ჩვენ მიმოფანტული ასოებისგან ვაწყობთ და კონკრეტულ სახელს ვარქმევთ, უაზროდ ვფლანგავთ, ადვილად ვჩუქნით, დაუნანებლივ ვანგრევთ ...   რთულია, ჰკითხო ვინმეს, უყვარხარ თუ არა. ადამიანებს უფრო გვიჭირს, ვაღიაროთ, რომ არ გვიყვარს. შეიძლება უკვე აღარც. ვეჭიდებით წარსულის მოგონებებს ან მანია გვითრევს. რეალობა გაჩხერილია სადღაც… Читать далее შეუცნობლობის ღმერთი

უნცაური·{ უცნობი }

აისბერგის აფეთქება

პოლიტიკას გრძნობები არ უყვარს, უფრო სწორად მხოლოდ ემოციებს იყენებს, ხშირად - ყალბს. ხელოვნება ერთი სრულყოფილი გრძნობაა, ადამიანური ბუნების ზენიტი და ჯურღმული ამავდორულად. მასზე ამაღლებული არაფერი შეუქმნია კაცობრიობას; დაივიწყებს - დაიქცევა. გრძნობები ხშირად მოდიან ადამიანებთან, ნებით თუ უნებლიედ. როგორ გვიჭირს მათი შეკავება, შეცვლა, გამოთავისუფლება და განხორციელება. მარტო არსებობა არ კმარა, თუ არ შეგიძლია აჩვენო სამყაროს რეალობა,… Читать далее აისბერგის აფეთქება

{ უცნობი }

ქუჩაში გარიყული ნაცნობი მგზავრი 🍁

შემოდგომაზე რომ დადგე და მიმოიხედო, ქარი აუცილებლად აგიწეწავს თმას. ფოთლების წვრილი ნამცეცები, ოდესღაც მედგარი ხის ნაწილი, თოვლის გვირგვინად დაგეფინება მწვანედ, ყვითლად და ნარინჯისფრად. სუსხი შემოგევლება ლოყებზე, შეგიღიტინებს თითების ბოლოებზე. ნელ-ნელა მოზიდავ კიდურებს ბაგეებთან. ამ დროს ძალაუნებურად სუნთქვის ოხშივარს ამოჰყვება აზრები, ფიქრები თუ მცირეოდენი დარდები. ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის დროა შემოდგომა. ამიტომაა თბილად მოხატული. დადებითი სინაზე უნდა… Читать далее ქუჩაში გარიყული ნაცნობი მგზავრი 🍁