მოკლედ - ჩემი რეცენზიები :)·უნცაური

ძაღლების ქალაქი

ჩვენ გარშემო ყველაფერი დეკორაციებია. ჩვენივე ცხოვრების თანმდევი დეკორაციები. მხოლოდ პირობითი ხაზები, რომლებიც გამოყოფენ სივრცეს. რეალურად, სამყარო საერთოდ ყველასთვის. დროის დენის განმსაზღვრელი არაფერია. ის თავად განაგებს, როგორ იაროს. მარტოდ საკუთარ თავში ჩაკეტილებს გვეჩვენება, რომ ის ხანდახან მიიწელება და ზოგჯერაც გარბის. დრო კი თავის რიტმს, რითმს არ უხვევს არასდროს. ეს არც ჩვენ აგვცდება. ნათქვამია, რომ ადამიანის ნამდვილ… Читать далее ძაღლების ქალაქი

Реклама
მოკლედ - ჩემი რეცენზიები :)·უნცაური

ფოტოს და გრაფოს

კინო, კინო, კინო! რამდენი კინო ტრიალებს ჩემს გარშემო - კინო-ცხოვრება, კინო-ფილმები, კინო-აზრები. თითოეული ადამიანის ცხოვრება ცალკე აღებული გამორჩეული ფილმი იქნება. მაგრამ რამდენად საინტერესოა მთლიანი დანახვა? ღირს კი, ან განა საჭიროა? მე ფოტოგრაფიისკენ მიმიწევს გული. ფოტოსურათი - ეს არის კონკრეტული, გამორჩეული მომენტის დაჭერის შესაძლებლობა. სულაც არაა აუცილებელი, რომ იყოს ლამაზი, საინტერესო, თვალისმომჭრელი. მთავარია - თქვას, გამოხატოს,… Читать далее ფოტოს და გრაფოს

მოკლედ - ჩემი რეცენზიები :)

ზოგჯერ … 

ხდება, როცა დიდი ხნის მერე აღმოჩნდები უცხო გარემოში ნაცნობ ადამიანებთან ერთად, შენ არაფერი შეგიძლია, მაგრამ სწორედ ეს უძლურება განიჭებს თავის-უფლების იმ საოცარ განცდას, როცა ლამის ცრემლები წაგსკდება აციმციმებული თვალებიდან და ბედნიერების მძიმე ბურთი გაგეჩხირება ყელში. გადაყლაპვა საჭირო არაა, მხოლოდ გულს უნდა მოუსმინო. გიტარა ჩხრიალება თავისთვის და საათი წიკწიკებს კედელზე. ქაოსისგან იქმნება ისეთი საოცარი ჰარმონია, რომელიც… Читать далее ზოგჯერ … 

მოკლედ - ჩემი რეცენზიები :)·უბრალოდ - შემოქმედება ! ^_^

«მე ისევ მეოცნებე ვარ…»

«ოცნება სულ მიყვარდა. ერთი სული მქონდა, როდის გავფრინდებოდი ჩემი სამყაროს ჯადოსნურ სამეფოში და იქ არავინ შემიშლიდა ხელს. ყველაფერი ისე წარიმართებოდა, როგორც მსურდა. როცა არანაირი შეზღუდვა არ არსებობს… როცა ბედნიერება სუფევს… როცა ძალას არ გართმევს ცხოვრებისეული ბოროტება… როცა ოცნებები ასრულებადია… როცა ოცნებები ხდება… ცას ვეხებოდი თითქოს. კარგი იყო ბავშვობა… გაზრდას რა დამიშლიდა. ხოდა, ახლა სრულწლოვანი მქვია… Читать далее «მე ისევ მეოცნებე ვარ…»

მოკლედ - ჩემი რეცენზიები :)

შენი ჭირი — ღობეს ჩხირი?

"ორი პიროვნების შეხვედრა ორი ქიმიური ნივთიერების კონტაქტს გავს. თუ მათ შორის რაიმე რეაქცია არსებობს, ორივე იცვლება." კარლ გუსტავ იუნგი

მოკლედ - ჩემი რეცენზიები :)

Море внутри

ზღვა. ღელავს, ბორგავს, ელვარებს. მის სიღრმეში იძირება ტალღა და განცდა. ინთქმება ისტორია - ადამიანის, ცხოველის თუ უბრალოდ საგნის. თვალს ვერ გააწვდენ, ისეთია. შეუცნობელი და თან ასეთი ახლობელი. ან გამშვიდებს, ან გაშინებს. შუალედი არ არსებობს, არჩევანი არ გაქვს. შეაბიჯე. ტალღა-ტალღა, სანტიმეტრ-სანტიმეტრ შეათრევ თავს. ყელამდე ჩაიძირები... უცებ სახეში მოგახლის საკუთარ ხელს. მაგრამ არ დაგახრჩობს, არა. მხოლოდ ჩაგწვავს… Читать далее Море внутри

მოკლედ - ჩემი რეცენზიები :)

ზამთრის სუსხიანი დილა 

თქვენ შემიძულეთ, მე კი ... ვერ გიპასუხეთ იმავე გრძნობით. არა, არ შემიძლია! მე სიძულვილამდე ვერ დავეცემი. დიახ, თავს დავიფასებ! არ გაგიტოლდებით. არც შეგიზიზღებთ. თქვენც უფლის გაჩენილი არსება ხართ. რა ვქნათ, რომ ჩვენ ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს. ასეთია ცხოვრება: ყველა მოსაწონი ვერ იქნება. 🙁 მე შემიყვარდით. თქვენ კი საპასუხო გრძნობა არ გაგაჩნდათ ჩემ მიმართ. სამწუხაროა, მაგრამ ასეც… Читать далее ზამთრის სუსხიანი დილა