Без рубрики

ერთი ქალის ისტორია ანუ ყავის ლიქიორი

"იცი, რამდენჯერ მიტირია? ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ. მაგრამ ერთხელაც ვერ მივეცი უფლება თავს, თქვენ წინაშე ერთი ცრემლიც კი გადმომეგდო. ჩუმად, წყნარად ვასველებდი უკვე გამაგრებულ ბალიშს. დრო ჩემთვის არაფერს ცვლიდა: კვლავ ვრჩებოდი მეგობრულ მარტოსულ ქალად. მომღიმარი კოლეგები სამსახურში მისურვებდნენ კარგ დღეს, ფინჯან ყავასთან ერთად მანდობდნენ, თუ როგორი უპასუხისმგებლოა მათი ქმარი, ან რომელი კაბა აარჩიეს მათი ბიძაშვილის ქორწილისთვის.… Continue reading ერთი ქალის ისტორია ანუ ყავის ლიქიორი

Реклама
Без рубрики

იცი, ბევრი რამ არ მითქვამს…

ყვავის იასამანი. უპატრონოთ ვჩუქნი გაფურჩქნულ სულს. მხოლოდ ერთნაირი გასაჭირში ჩაცვენილთ გვესმის ყველაფერი... ერთმანეთის... სხვათა ერთი. და ჩვენი მრავალი... გაზაფხული შემობრძანდა ჩემს სულში. მერევა დარდი და სევდა. მძალავს, კვლავ მივაკითხო უცნობ ადამიანებს; შევისრუტო მათი ცხოვრება, უბედურება თუ სიხარული, ცოდვები თუ კეთილი საქმეები. ვემალები მზის სხივებს.     21-ე საუკუნეა და : ტექნოლოგიების ეპოქაა, პროგრესის ხანაა, სოციალური ტყვეობის… Continue reading იცი, ბევრი რამ არ მითქვამს…

მოკლედ - ჩემი რეცენზიები :) · უბრალოდ - შემოქმედება ! ^_^

«მე ისევ მეოცნებე ვარ…»

«ოცნება სულ მიყვარდა. ერთი სული მქონდა, როდის გავფრინდებოდი ჩემი სამყაროს ჯადოსნურ სამეფოში და იქ არავინ შემიშლიდა ხელს. ყველაფერი ისე წარიმართებოდა, როგორც მსურდა. როცა არანაირი შეზღუდვა არ არსებობს… როცა ბედნიერება სუფევს… როცა ძალას არ გართმევს ცხოვრებისეული ბოროტება… როცა ოცნებები ასრულებადია… როცა ოცნებები ხდება… ცას ვეხებოდი თითქოს. კარგი იყო ბავშვობა… გაზრდას რა დამიშლიდა. ხოდა, ახლა სრულწლოვანი მქვია… Continue reading «მე ისევ მეოცნებე ვარ…»

Без рубрики

იცი, მეგობრობამ «შემაწუხა»…

  მე ხომ სულ გრძნობები მაწუხებს... ამბობენ, რომ ჩანასახი თავიდანვე გრძნობს ყველაფერს. თითოეული ემოცია, ქმედება მასზე გავლენას ახდენს.  რომ წარმომიდგენია, როგორ იწყებს ცემას მინიატურული გული... შემდეგ იწყება განვითარება; მყარდება დედასთან უკვე რაღაც ზედონის კონტაქტი. მშობელი შვილის ნაწილია და პირიქით. იწყება... რა? რა იწყება? არ ვიცი, რატომ დამაინტერესა. ახსნა ბოლომდე ვერ მოვუძებნე. მაგრამ, ალბათ, ცხოვრებაში პირველი… Continue reading იცი, მეგობრობამ «შემაწუხა»…

Без рубрики

მე და მე ანუ მე და სხვა

არასდროს არ დაკვირვებიხართ, რომ თქვენში ორ "მე" არსებობს? თქვენ ფიქრობთ დედას და ამბობთ მამას და პირიქით. ვინაიდან ერთ მთლიან ნაწილად სწორედ ამ ორეულების ერთობა გვაყალიბებს. შენ მამა ხარ, რომელსაც უყვარდი და მამაკაცურ საწყისს გაძლევდა. შენ დედა ხარ, რომელიც სიყვარულს, ბუნების საიდუმლოს გასწავლიდა. შეუძლებელია, ეს ნაწილები არ არსებობდეს. უბრალოდ ზოგჯერ ისინი კვდება. მაგალითად, ხანდახან პიროვნება მხოლოდ… Continue reading მე და მე ანუ მე და სხვა

Без рубрики

ხანძარი ჩნდება შიგნიდან…

ზოგჯერ მინდება დავჯდე და მოვწიო. ისე როგორც არასდროს არ მომიწევია ცხოვრებაში. ტირილამდე დახრჩობამდე. ფილტვების ჩაწვამდე. იმ ფილტვების, რომლებმაც ამოისუნთქეს სიყვარული და სიხარული. ჩაწვა ტირილმა, ცრემლმა, დარდმა. ზედიზედ - ღერი ღერზე. მიყურებია, როგორ ეწევა ჩემი საუკეთესო  მეგობარი. სიამოვნებით, ნეტარებით ამთავრებს სიგარეტს. სრულიად სხეულში, სისხლში, გრძნობაში უშვებს ნისლს. ბოლს ვერ ვუწოდებ, ისეთი რამეა. იქნებ მაშინ მაინც მომეხსნას… Continue reading ხანძარი ჩნდება შიგნიდან…