{ უცნობი }

უამინდობა ძილის ჟამს

ზოგჯერ ყველაფერი ერთმანეთში ირევა. იშლება ყველანაირი ზღვარი, საზღვარი და აკრძალვა, რჩება მხოლოდ ასეთი უშნო გულგრილობა. არც თქმის სურვილია, არც დაწერის. სრულიად არაფრის. მერედა როგორი წებოვანია?! არაფრის დიდებით არ მოგშორდება. დარჩები საკუთარი თავის მიღმა. ამიტომ … მეზიზღება? არ ვიცი. უბრალოდ ამ გრძნობის განსაზღვრება არ მაქვს. მგონია, ცოცხალ არსებას ვერც შევიზიზღებ და ვერც შევიძულებ. ქმედება, აზროვნების მიმართულება, გადაწყვეტილება, ნათქვამი. პიროვნება — ვერ. ალბათ, ზედმეტად ცოტა ცუდი მინახავს. დადასტურება მჭირდება.

ახლაც ვერ ვწერ. მღადრავს, მფცქვნის და მაშრევებს შიგნიდან, მაგრამ იმის იქით ვერ მიდის. ღრმად მაქვს ჩასუნთქული, იმდენად ღრმად, ამოსუნთქვას ვერ ვახერხებ. ფიზიოლოგიურად ყველაფერი ნორმაშია თითქოს. რა ხდება?

დაძაბულობა, უკან გახედვა და შიში. მარტოდ ყოფნა სჯობს. სისხლი უფრო ჩქეფს. არავინ უშლის ხელს, იღელვოს ისე, როგორც სურს. აქ ჰგავს ის ზღვას, ოკეანესაც კი. აქ იღვრება ქაღალზე მელნად და არ გადარდებს არაფერი ქვეყნად.

სულ მაინტერესებდა, როგორი შეგრძნებაა, გაიარო დამსხვრეულ მინაზე, მიალეწო ჭურჭელი კედელს, თქვა სიმართლე და არ შეგეშინდეს, იყო სულელი მოურიდებლად, გიყვარდეს უმტკივნეულოდ. რეალობიდან ვვარდები ეფემერაში. ცისფერი და იისფერი მელანდება ძილის წინ.

დარჩა რამე გასაკვირი? ვერ ვგრძნობ. უნდა ავინაზღაურო რაღაც. «რა» — მუდამ ტრიალებს ჩემ მიერ გამოყენებულ სიტყვებში. ცივი კედლებია გარშემო, მაგრამ ზაფხულის სიმხურვალეში მაგრილებს. ღირს კი… ?

ხშირად ვლაპარაკობ თავისთვის, როცა სხვას უნდა ვუთხრა. არ ვიცი — რატომ არა, როგორ. თითქოს რადიო ვარ და საჭირო ტალღები ვერ დამიჭერია. ვედევნო? ფრთხილად ვცდილობ, შევიგრძნო სიმღერის თითოეული ნოტი, ყოველი ჰანგი. ცრემლები ცრემლებს, ღიმილი ღიმილს. უნდა ჩავეხუტო, უნდა ვაკოცო. ფიზიკური კონტაქტი იმდენად სათუთი და ფაქიზია, რომ … უბრალოდ უნდა იგრძნო.

როგორც ღვინის კასრი უნდა დაიცალოს სასმლის დადუღების ჟამს, მეც გადმოპირქვავება მწადია. მთელ ფილტვებს ამოვატან ქარს. მაგრამ ჯიუტად დამძიმებულა ჰაერი და წვიმა გასავალს არ მაძლევს. ცოტა თავბრუც მეხვის …

წყალი არ მჭირდება. ის ქვემოთ წაიღებს. მე ზემოთ უნდა ავიტანო. ვარსკვლავებისკენ გზას ვწვდები. რძისფერი კვალი კი არ დარჩენილა.

მიწას ჩავატან სათქმელს და მალე ყვავილებად გაიშლება შორს, თუმცა ასე ახლოს. შემდეგ წელიწადს იასამანი აყვავდეს ნეტავ. შეუსმენია. დამესიზმრა …

გაზაფხულზე ბუნება იღვიძებს და ადამიანებიც მოიხსნიან თითქოს ზამთრის ძილს. ყოველი სიყალბე კი ჩანს. ამიტომ ჩამოჯდომა და გაცვეთილი საუბრები ყველაზე გემრიელია ამ დროს.

ვიცლები და ეს მათრობს…

ღამეა და ეს მღლის.

https://youtu.be/XdneiZH1cuM

Реклама

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход /  Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход /  Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход /  Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход /  Изменить )

Connecting to %s