{ უცნობი }

გაზაფხულდა. თითქოს

მთვარის ციკლები დაუსრულებლივ ცვლიან ერთმანეთს ცვრიან კაბადონზე. ქვემოთ, ბევრად ქვემოთ შიშინებს ამღვრეული ზღვა და მისი ჰიტონის დალეწილ კალთები გამძვინვარებულნი, გამხეცებულნი ასკდებიან დედამიწას. ცა კი მაინც იმოსება ფერფლისფერი ღრუბლებიც. დღეს სიკვდილის დღეა. დღეს დაილევა ლეტა. აღარ იარსებებს არც წარსული, არც მომავალი. გაიყინება წამი და … რა მოგვივა ჩვენ?8rVMoS9eJeQზუსტად 7 წამია თოკის ერთი ბოლოდან მეორემდე. ციდან ცამდე გაშლილი ხელები შრეტს ქარის ძალებს, მტვრით ივსება ფრჩხილები და ხორცამდე სძვრება კანი ზურგს, წვეტიან ბეჭებს. წვრილი ბაწარი იგრიხება ტერფების მთებს შორის, ნელ-ნელა აღწევს მწვერვალებს. თავი მექანიკურად ტრიალდება მარჯვნივ. წინ გზა ჩანს. უკან — საშიშია. ის კი ზის. ჩვეულებრივად, ცხოვრებისეულად. ზის და არხეინად კითხულობს. თითქოს ცხოვრებას ბეწვზე არ ჰკიდია. ქვემოთ უფსკრულია. თუ ხორბლის მიამიტი მინდვრები? დაიღალე? მთვარე დაგნათის განა? აცივდა, შემოიხურე შალი.

მოჟრიამულე თითები ფრთხილად, ფრჩხილის წვერებით იწევიან დამწვარი ღრუბლების მონაკვეთებისკენ. ავისმომასწავებელ ელვას შორის გაიბრწყენს ანცი სხივები. მერე რა, რომ მზე ჩადის. დასასრული ჯერ კიდევ ასე შორსაა. ზედ იშლება ღვინისფერი ვარდი, სისხლის არომატი მახვევს თავბრუს. ამიტომ დაუკითხავად დაუფარავად ვიკაწრავ თეძოზე, ხელისგულის ანაბეჭდზე. ის დამეტყობა, ვიცი. ალბათ, ერთადერთი, რაც დარწმუნებით ვიცი. ვიცი? ხმამაღლა ვიცი — ნი. ნი -სლი. სლიპინი. სრიალი. ჩვენ. და ვარდის ბაღი გარშემო. სისხლი მერევა მათი.

მხოლოდ ჩვენ რომ ვიცით, იმ ადგილას მივაბიჯებ. ფორთოხლისფერი ზედა მმოსავს და ის ბრილიანტზე ძვირფასია. სადღაც შრიალებს ვიოლინო. თუმცა, როგორ ჰგავს მორევის ხმას. კოსმოსური მატერია ტრიალებს ადგილის ძიებაში. აქ ქაოსშია ბედნიერება. დედამიწაზე? ღმერთო, ზედმეტად ბევრი კითხვაა ერთი დღისთვის. დავიღალე! მძიმედ მიაბიჯებს მოქანცული მე მარტო. ეული, გადარ — ეული. გადამრია. გადაირია?

ყოველ ძაფს  ორი ბოლო აქვს. სადღაც როდესღაც რატომღაც მასწავლეს — წინადადების დაწყება უმჯობესია არსებითი სახელით. მაშ, ჩემთვის რჩეული სიტყვა არს — ებით -ია. იებს ვუყიდი მასწავლებელს. მაინც. ხელცარიელი ვერ მივალ. ფრთხილად ვყრი თესლებს მიწაში. მოვედი, დედა — მიწავ. ვულკანის ძარღვები ფეთქავს შენში, ქარის ბობოქრობა ნერვულ იმპულსებს ატარებს, ოკეანე ფეთქავს დაუღალავად, ყვავილები ეფინება ჭორფლებად, მხოლოდ ვარდია სისხლად ნადინარი. ღვინოს კი ჩვენ ვღვრით. ის — არა.

ხანდახან მეჩვენება. თითქოს სხეულის თითოეული უჯრედი მომწამვლელია. რომელი შხამით აღსავსე არ ვიცი. ნუთუ ეს ბალღამია, ან ბავშვობის კოშმარები … ჭუჭყიან ფერად შემღვრეული იღვრება გაშლილ ხელისგულებში. სახის დასაბანად ვემზადები. რას ვაკეთებ. სვლები განსაზღვრულია. უკან დასახევი გზა ჩაიხერგა. ეკლები ნაზად ესობა კანში. რომანტიკის მსუსხავი სუნი მკორტნის ფილტვებს. ვისხამ.

Реклама

გაზაფხულდა. თითქოს: 2 комментария

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход /  Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход /  Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход /  Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход /  Изменить )

Connecting to %s