{ უცნობი }

შეუცნობლობის ღმერთი

რა არის სიყვარული? როგორია? სად იწყება და სად მთავრდება? ნამდვილი სიყვარული. არა ის, რასაც ჩვენ მიმოფანტული ასოებისგან ვაწყობთ და კონკრეტულ სახელს ვარქმევთ, უაზროდ ვფლანგავთ, ადვილად ვჩუქნით, დაუნანებლივ ვანგრევთ …

dDQVoSIDAtE

 

რთულია, ჰკითხო ვინმეს, უყვარხარ თუ არა. ადამიანებს უფრო გვიჭირს, ვაღიაროთ, რომ არ გვიყვარს. შეიძლება უკვე აღარც. ვეჭიდებით წარსულის მოგონებებს ან მანია გვითრევს. რეალობა გაჩხერილია სადღაც ასტრალში, მიუწვდომელია გულისთვის და ზედმეტად სჭრის თვალს გონებას.

 

იქნებ სიყვარული უარესია?

თუ აუხსნიათ სიყვარული თქვენთვის?

როგორი რთულია, თქვა, რომ არ გიყვარს. როცა ხედავ ანთებულ თვალებს, აცახცახებულ გულს და აფორიაქებულ გონებას. მაგრამ მთელი შინაგანი არსება გეუბნება — «არა»! რა აზრი აქვს სპექტაკლებს, ცდებს, ჰიპოთეზებს. ფალშია, ფარსია.

არავის ვუსურვებ, აღმოჩნდეს ასეთ სიტუაციაში, თუმცა კი ძალიან სასარგებლოა. უფრო დავაფასებთ გრძნობებს, უშუალოდ პიროვნებას, გამოვცდით საკუთარ ხასიათს.

 

თითქოს ორ ადამიანს შორის 10 ნაბიჯია, კოსმოსზე დაუსრულებლად მოკლე მანძილი; ერთი იწყებს აუცილებლად; რაც არ უნდა მოხდეს, ვიღაც პირველია. ათვლა ჩაირთო. დრო მიჰქრის უსასრულობის ფონზე …

მაგრამ —

  • იქნებ მეორე არ გადმოდგამს ნაბიჯს?
  • იქნებ პირველი დანებდება ბრძოლას?
  • იქნებ თავად დრო წაართმევს მათ ნაბიჯებს?

სიყვარულზე უდავიათ მილიონებს და კიდევ იდავებენ მილიონები. თვითონ ცნებაზე, სიტყვაზე, გრძნობაზე. მხოლოდ რეალურად რა არის — ეს ზოგადსაკაცაბრიო კითხვაა. რიტორიკული. თავად  თუ არ იგრძენი, ის არ იარსებებს.

 

ადვილია თქვა — იგრძენი, არ დანებდე, ცადე. როგორც სიყვარულს, ისე სიძლიერეს არც საზომი აქვს, არც შესაბამისი კრიტერიუმები და არც ობიექტური შეფასება. ზედმეტად პირადულია;

 

მხოლოდ ერთში იგრძნობა ჭეშმარიტება: წამით მაინც ღრმად ჩაძირვას ჰგავს სიყვარული, როცა უჰაერობა სწვავს ფილტვებს, სააზროვნოდ ნებისყოფა აღარ რჩება და ხმის ამოღება სიცოცხლისთვის საშიშია, სწრაფად მოქმედება აუცილებელია, მაგრამ გარანტიას არავინ იძლევა, რომ გადარჩები …

როგორ მინდა თოვდეს, გვიან ღამით გავყურებდე ფიფქების ცვენით განათებულ უკუნით ბნელს და სიყვარული მელანდებოდეს, მარტოობისგან რომ მიცავს …

როგორ ჰგვანებია სიყვარული მთვარეს.

 

https://www.youtube.com/watch?v=amkr6Pi2bwg

Реклама

შეუცნობლობის ღმერთი: 4 комментария

  1. ჩემი დის შვილის დაბადების დღეა ნახევარ საათში. ტორტით უნდა დავადგე სურპრიზად. ესაა სიყვარული. მორჩა

    Нравится

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход /  Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход /  Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход /  Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход /  Изменить )

Connecting to %s