უნცაური·{ უცნობი }

აისბერგის აფეთქება

პოლიტიკას გრძნობები არ უყვარს, უფრო სწორად მხოლოდ ემოციებს იყენებს, ხშირად — ყალბს.

ხელოვნება ერთი სრულყოფილი გრძნობაა, ადამიანური ბუნების ზენიტი და ჯურღმული ამავდორულად. მასზე ამაღლებული არაფერი შეუქმნია კაცობრიობას; დაივიწყებს — დაიქცევა.

გრძნობები ხშირად მოდიან ადამიანებთან, ნებით თუ უნებლიედ. როგორ გვიჭირს მათი შეკავება, შეცვლა, გამოთავისუფლება და განხორციელება. მარტო არსებობა არ კმარა, თუ არ შეგიძლია აჩვენო სამყაროს რეალობა, შ ე ნ ი რეალობა. თორემ სხვა დანარჩენი ზედმეტად სუბიექტურია, სახსენებლადაც კი არ ღირს. დამღლელია, იცხოვრო მხოლოდ შინაგანი გამოგონილი მსოფლიოთი, როცა გასაქანი შეუზღუდავია. თუ უფრო უარესია, დაიცალო ყველაფრისგან, დარჩე სიცარიელე, მოქცეული საზღვრებში, მაგრამ მაინც უსაზღვრო? უსიტყვო დემაგოგური ქაოსი…

Dv7_DJSViUM.jpg

კვლავ ყველაფერი დადის ამ ზოგადსაკაცობრიო საკითხებამდე, ფილოსოფიამდე, განუსაზღვრელ აზროვნებამდე, მაშინ, როცა თავად ამ პატარა ადამიანშიც კი უამრავი სამყაროა, მიმდინარეობაა, აზრია, ეპოქაა მოქცეული, დაცემული, გაბრწყინებული და გადაკარგული სამარადჟამოდ.

ალბათ, არსებითად ერთადერთი რამ ვისწავლე: ნდობაზე საფრთხილო და აუტანელი არაფერია. არასდროს არ იცი დარწმუნებით, რისი/ვისი ნდობა შეიძლება გიღირდეს. კი, საკუთარი ჩრდილიც გვტოვებს შუქის გაქრობისას… რისი გაუჩინარება ჩაგცემს დანას გულში? მაგრამ უამისობაც მკვლელია. ჩვენი ბუნების «ბრალია». ჩვენი «შექმნილი ბუნების». თორემ ბუნების კანონები კვლავაც უძლეველია უკუნისამდე.
თოვლზე სპეტაკი არაფერი წარმომიდგენია ბუნების სიველურეში. მასზე სამართლიანი. თოვლი როგორც გაზრობს, ისე გათბობს. მან არ იცის კეთილი თუ ბოროტი. ერთნაირად და ერთდროულად შეიძლება იყოს სასწაულებრივი და მკვლელი. ცას ახედავ, რომ გეფინება ასეთი ცივი, მაგრამ მაინც შენს გონებაზე თბილი ფიფქები; თეთრია სამყარო, როცა სითეთრიდანვე დაიწყო …

ათასჯერ ვყოფილვარ მეოცნებე, მკვლელი, მწერალი, სათამაშო, ტანჯული, ცოდვილი, კეთილი, საყვარელი, ნაღვლიანი, მხიარული და გაგიჟებული. «მე» იშვიათად ვყოფილვარ, ისიც მარტო; ეულობა მამშვენებს მემგონი. არ ვრისკავ, რომ გამოვცადო. მშიშარა — გამომრჩა. როცა მხოლოდ ერთი უნდა მაფრთხობდეს …

საოცარია, რაოდენ ღრმა გავლენა აქვს მხოლოდ და მხოლოდ 7 ნოტას, უთვალავი ვარიაციით აწყობილს. მუსიკა რომ არ იყოს, როგორი იქნებოდა სამყარო?

შეიძლება ცხოვრება არ გამომივლია, ადრეა ჯერ. არც ვარსკვლავებთან მითამაშია. არც ჯურღმულში გადავჩეხილვარ. უბრალოდ — ადამიანობას რამდენჯერ ვიხსენებ? ავხადო ფარდა თუ მის უკან დავტოვო კვლავ. ევოლუციას დავაბრალო?

ნიღბებზე, სიბილწეზე, სიმართლეზე ლაპარაკი გაუფასურდა, საქმეებით აზრების დამტკიცება, წერაც და ოცნებაც. მაშ, რა დარჩა? ადამიანი თავისი მყისიერი და სწრაფწარმავალი ბუნებით, რომელმაც უნდა ხანმოკლე ცხოვრების მიზანი, სურვილი, აზრი, იდეა, დანიშნულება დაადგინოს ამ სიცოცხლის დაუკარგავად.

Реклама

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход /  Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход /  Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход /  Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход /  Изменить )

Connecting to %s