{ უცნობი }

ქუჩაში გარიყული ნაცნობი მგზავრი 🍁

შემოდგომაზე რომ დადგე და მიმოიხედო, ქარი აუცილებლად აგიწეწავს თმას. ფოთლების წვრილი ნამცეცები, ოდესღაც მედგარი ხის ნაწილი, თოვლის გვირგვინად დაგეფინება მწვანედ, ყვითლად და ნარინჯისფრად. სუსხი შემოგევლება ლოყებზე, შეგიღიტინებს თითების ბოლოებზე. ნელ-ნელა მოზიდავ კიდურებს ბაგეებთან. ამ დროს ძალაუნებურად სუნთქვის ოხშივარს ამოჰყვება აზრები, ფიქრები თუ მცირეოდენი დარდები. ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის დროა შემოდგომა. ამიტომაა თბილად მოხატული. დადებითი სინაზე უნდა აღძრას გულში, თან გადაყოლის სურვილს რომ აღიძრავს. მაგრამ მაინც ცივა. ეხვევი ბავშვობისდროინდელ პლედში და ბავშვობისდროინდელი კითხვა გიჩნდება: რატომ?

იზრდები და ეს რატომები არ ქრება არსად. პირიქით, სულ უფრო იზრდება მათი რაოდენობა.  სულ უფრო პასუხგაუცემელი რჩება ეს კითხვები. რატომ? 🙂 ვინაიდან ახლა დარწმუნებით ვერავინ გეტყვის, რატომ ხდება ასე. თუ ისე. შენნაირი არავინაა, რადგან შენ-ნაირად არავინ უყურებს ცხივრებას. ასპროცენტიანი არაფერი რჩება. ნელ-ნელა ვხვდები. მერე? თავად ეძებ პასუხებს. ისინი კი ხშირად არ მოდიან.  რატომ? ვინ იცის. იქნებ არასწორ ადგილას ვეძებთ. იქნებ ცუდ დროს ვარჩევთ. იქნებ შესაბამისი მომენტი არ დამდგარა. იქნებ… იქნებ . . .

https://youtu.be/COnzZLrbvu8

https://youtu.be/HQkkmYIu95I

https://youtu.be/CB1Yq4zVC70

ამბობენ, რომ შემოდგომის განუყოფელი ნაწილია მელანქოლია. სულაც არა. მეორე დასდევს პირველს. სტუმარია მისი მობეზრებული, დაძალებული, თავსმოხვეული. როგორ შეიძლება ქარვისფერი, ღვინისფერი და ფორთოხლისფერი სევდით იყოს სავსე? უბრალოდ, რომ წამოწვიმს, რომ დაგვზარავს ქარი, რომ დაგვჩხაპნის მოწონებული ფისუნია, გადავაბრალებთ მობეზრებულ სტუმარს. თან შემოდგომას ადამიანებმა წასვლა იციან… უფუჭებენ რეპუტაციას, სახელს…

მიდიან ადამიანები. დაუმშვიდობებლად თუ დამშვიდობებით, უსიტყვოდ თუ ხმაურით, წყნარად თუ ცუდად, ჩხუბით თუ სიცილით. მიდიან, როგორც უნდათ — როგორც საჭიროდ ჩათვლიან, როგორც მოეპრიანებათ, როგორც დაეძალებათ, როგორც არ მოგვეწონება. როდის გვიხარია წასვლა? შეძულებული ადამიანის გაქრობაც კი რაღაც მწარე გემოს უტოვებს გულს. სისხლნარევს, გადამტკბარს. საყვარლებთან განშორებისას კი ცხიველებად ვიქცევით, დაჭრილ მხეცებად, ხმამაღლა რომ ღმუიან, სულში, გულში, გონებაში მაინც. მაგრამ, ოჰ, მაგრამ გვავიწყდება — ჩვენხ წავსულვართ. ნეტავ, როგორია ჩვენი წასვლა? ეპიკური, კომიკური? სწორი? გამართლებული? მტკივნეული — ვისთვის უფრო? რამდენი კითხვაა -იშვიათად ვუფიქრდებით ამას. ფინჯანი ყავა და ბოკალი ღვინოა საჭირო გასახსენებლად. სულ დამავიწყდა, შემოდგომას ღვთაებრივი სასმელები თუ მიხსნის გონებას, სხვა არაფერი…

გა(და)მიყოლა ფიქრებმა. მაგრამ არაფერს გეტყვით. რაში გარგიათ? მხოლოდ ერთს ვერაფრით გავუგე: სამოთხის კარებს რომ დავუკაკუნებთ, როგორ გავიგოთ, რომ გაგვიღებენ? რამდენი ხანი უნდა ველოდოთ და სად? … ადამიანები ცაშიც ხომ მიდიან, ხშირად დაუკითხავად…

გავდივარ ქუჩაში და დადიან ადამიანები. მიდიან, მოდიან, გვერდს მივლიან. გარშემო კი არავინაა სულიერი — ჩემთვის. არც კი მშია. მწყურია მხოლოდ — შოკოლადი და ბუხრის სიცხე. ფეხებს მექანიკურად მივყავარ სკოლასთან. როდის მოვასწარი ასე გაზრდა? . . .

უკან ზაფხულია — უდარდელი ღიმილით, ცანცარა სიცილითა და მეგობრული შეხვედრებით. წინ ზამთარია: გოროზი, მედიდური, შემწყნარებლური და ბრძენი. ფარფატა, თავქარიან, სიყვარულით აღსავსე გაზაფხულამდე ჯერ კიდევ შორია. ადამიანებმა კი დრო არ იციან, რადგან დრო მათი მოგონილია. გიტარა ათამაშებს ნერვებს ყურსასმენებში. ავტობუსში ყველაზე დიდი სიმყუდროვე ფანჯარასთან მარტო ჯდომისასაა, ცხვირი თბილ და რბილ შარფში რომ გაქვს ჩაფლული.

დღედაღამ ვფიქრობ, რა იქნებოდა, ხელოვნებას რომ არ ეარსება? ისიც ხომ ჩვენი შექმნილია, ადამიანების. როგორი გახდებოდა ეს დედამიწა? ჩვენი დედამიწა…

შემოდგომაა და ფიქრები მეძალება ძალაუბებურად. დისონანსია, არა? ნეტავ, გაციებამ მალე გადამიაროს.

შემოდგომაა და დგომას არა აქვს აზრი 🍁🍂🍃🌳🌻

გაზაფხული მოვა და აუცილებლად გავაშენებ საიდუმლო ბაღს შენთვის და ჩემთვის, ზამთარში კი წერილებს მოგწერ, გრძელ წერილებს, ჩემი ნაწერის სუნს არ დაგავიწყებ. შენი კი თვალებიც მეყოფა. ფანქრები, კალმები არ შემომალიო, სანამ დროა. დრო კი ჩვენს ხელთაა, შემოდგომაზე რომ დადგე და მიმოიხედო, ქარი აუცილებლად აგიწეწავს თმას. ფოთლების წვრილი ნამცეცები, ოდესღაც მედგარი ხის ნაწილი, თოვლის გვირგვინად დაგეფინება მწვანედ, ყვითლად და ნარინჯისფრად. სუსხი შემოგევლება ლოყებზე, შეგიღიტინებს თითების ბოლოებზე. ნელ-ნელა მოზიდავ კიდურებს ბაგეებთან. ამ დროს ძალაუნებურად სუნთქვის ოხშივარს ამოჰყვება აზრები, ფიქრები თუ მცირეოდენი დარდები. ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის დროა შემოდგომა. ამიტომაა თბილად მოხატული. დადებითი სინაზე უნდა აღძრას გულში, თან გადაყოლის სურვილს რომ აღიძრავს. მაგრამ მაინც ცივა. ეხვევი ბავშვობისდროინდელ პლედში და ბავშვობისდროინდელი კითხვა გიჩნდება: რატომ?

იზრდები და ეს რატომები არ ქრება არსად. პირიქით, სულ უფრო იზრდება მათი რაოდენობა. სულ უფრო პასუხგაუცემელი რჩება ეს კითხვები. რატომ? 🙂 ვინაიდან ახლა დარწმუნებით ვერავინ გეტყვის, რატომ ხდება ასე. თუ ისე. შენნაირი არავინაა, რადგან შენ-ნაირად არავინ უყურებს ცხივრებას. ასპროცენტიანი არაფერი რჩება. ნელ-ნელა ვხვდები. მერე? თავად ეძებ პასუხებს. ისინი კი ხშირად არ მოდიან. რატომ? ვინ იცის. იქნებ არასწორ ადგილას ვეძებთ. იქნებ ცუდ დროს ვარჩევთ. იქნებ შესაბამისი მომენტი არ დამდგარა. იქნებ… იქნებ . . .


გაზაფხული მოვა და აუცილებლად გავაშენებ საიდუმლო ბაღს შენთვის და ჩემთვის, ზამთარში კი წერილებს მოგწერ, გრძელ წერილებს, ჩემი ნაწერის სუნს არ დაგავიწყებ. შენი კი თვალებიც მეყოფა. ფანქრები, კალმები არ შემომალიო, სანამ დროა. დრო კი ჩვენს ხელთაა, აზრობრივად მაინც. ხელი არ გამიშვა, გთხოვ. შემოდგომამდე დამელოდე კვლავ. . .

Реклама

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход /  Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход /  Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход /  Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход /  Изменить )

Connecting to %s