მოკლედ - ჩემი რეცენზიები :)

ზოგჯერ … 

ხდება, როცა დიდი ხნის მერე აღმოჩნდები უცხო გარემოში ნაცნობ ადამიანებთან ერთად, შენ არაფერი შეგიძლია, მაგრამ სწორედ ეს უძლურება განიჭებს თავის-უფლების იმ საოცარ განცდას, როცა ლამის ცრემლები წაგსკდება აციმციმებული თვალებიდან და ბედნიერების მძიმე ბურთი გაგეჩხირება ყელში. გადაყლაპვა საჭირო არაა, მხოლოდ გულს უნდა მოუსმინო. გიტარა ჩხრიალება თავისთვის და საათი წიკწიკებს კედელზე. ქაოსისგან იქმნება ისეთი საოცარი ჰარმონია, რომელიც მხოლოდ ველურ ბუნებაში გვხვდება. ალბათ ათასწლეულების წინ თავდაპირველი ადამიანი არაცნობიერის დონეზე გრძნობდა ამას ღრმად, ღრმად გულში და მისტიკას მიაწერდა. მერე გაჩნდა კალამი, რასაც მოჰყვა გულისნადების გადმოღვრა ქათქათა ფურცელზე, აიწყო აკორდები და აჭრელდა ფუნჯები. ქვა ბუნებრივად დამორჩილდა ადამიანს. თუმცა ქაოსი მაინც ზებუნებრივად შერჩა გარემოს. ამიტომა ხელოვნების ნიმუშები მისტიკის შარავანდედით გარშემორტყმული. გასხივოსნებას კი ადამიანი ჰპოვებს. ეს ჰგავს ახალდადებულ თოვლზე პირველ ნაკვალევს, ახალდაბადებული კვიცის პირველ ნახტომსა და დახრჩობას გადარჩენილის პირველ ამოსუნთქვას. იბადება თავიდან ის, რაც არსებობდა სამყაროს დასაბამიდან. ადამიანში კვლავ ჩნდება ადამიანი. კაცობრიობა ნახლდება ფენიქსივით და ჩანს, რომ პიროვნებაა განვითარების ზენიტი. იდეალამდე კი კვლავაც შორსაა. მაშ ვიაროთ, თუ სხვა გზა არ გვაქვს. ბედნიერება არ დაგვავიწყდეს მხოლოდ…

Реклама

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s