«მე ისევ მეოცნებე ვარ…»

K3YbGZSsnBI

«ოცნება სულ მიყვარდა. ერთი სული მქონდა, როდის გავფრინდებოდი ჩემი სამყაროს ჯადოსნურ სამეფოში და იქ არავინ შემიშლიდა ხელს. ყველაფერი ისე წარიმართებოდა, როგორც მსურდა. როცა არანაირი შეზღუდვა არ არსებობს… როცა ბედნიერება სუფევს… როცა ძალას არ გართმევს ცხოვრებისეული ბოროტება… როცა ოცნებები ასრულებადია… როცა ოცნებები ხდება…

ცას ვეხებოდი თითქოს. კარგი იყო ბავშვობა…

გაზრდას რა დამიშლიდა. ხოდა, ახლა სრულწლოვანი მქვია უკვე. მაგრამ მაინც დავრჩი ბავშვად. რატომ მტკივა კვლავაც? რისთვის ვღვრი მდუღარე ცრემლებს? რა მიწვავს გულს?

პრინცესობა არასდროს მწადდა. ალბათ, ბედნიერი ვიყავი და იმიტომ. არ მჭირდებოდა თვალუწვდენელი ციხესიმაგრე, სამეფო გვირგვინი, აღურაცხელი მოსამსახურე, მდიდრული ჭურჭელი, მუდმივი პირფერობა… გამაჩნდა ზრუნვა, დაფასება, განვითარების საშუალება.

რაც მთავარია, არ მაკლდა — სიყვარული. მშობლების, მეგობრების, ახლოვლების, საყვარელი ადამიანების. მართალია, მერე უფრო დავაფასე…

ასე არავის გამოვტყდომივარ, რომ სწორედ სიყვარულმა დამაწყებინა ლექსების წერა. ანუ, ზოგადად, წერა. თავიდან როგორი სასაცილო ვიყავი, ახლა ვხვდები. ნელ-ნელა კი დავიხვეწე.

მხოლოდ ერთ რამეს ვნანობ — მას ვერ წავაკითხე ლექსები… შემიფასებდა, დამიფასებდა და — გამაკრიტიკებდა! მუდმივად მაძლევდა განვითარების საშუალებას.

ადამიანს დღეში შეუძლია 200,000 — ჯერ იცრუოს. მეც «არ ვუშვებ შანსს ხელიდან». სხვანაირად მიჭირს. ზედმეტად მჭამს შიში, რომ ვერ გამიგებენ. რადგან მეოცნებე დავრჩი. მეზიზღება თავი, რადგან ვერ (არ) მოვიშალე ეს საძულველი ჩვევა. არადა რთული არაა (?).

დავიღალე უკვე. საშვილიშვილოდ (?). ზოგჯერ ვუფიქრდები : ამის გარეშე რა ვიქნებოდი? შემეძლებოდა რამე… გავაკეთებდი რაღაცას… ვიქნებოდი ვინმე…

დრო მიდის. მე შევიცვალე. გავიდა ბევრი წელი. პროფესია მაქვს. სახლი, სამუშაო, ოჯახი, მეგობრები. წერტილებით აივსო სიცოცხლე. არადა მრავალწერტილი დამდევდა სულ. წარსულში. …(?) 

მაგრამ ახლა ვუყურებ ვარსკვლავებ დაყრილ ცას და…

მივხვდი;

მე ისევ ის მეოცნებე ვარ…

«

ასე მთავრდებოდა მისი დღიურის უკანასკნელი ფურცელი (გვერდი)

მიღმა კი ნამდვილი ცხოვრება იწყებოდა…

https://www.youtube.com/watch?v=APeR0kFbIdw

ალბათ ვარდისფერი უფრო მოუხდებოდა.
Реклама

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s