იცი, მეგობრობამ «შემაწუხა»…

 

მე ხომ სულ გრძნობები მაწუხებს…

ამბობენ, რომ ჩანასახი თავიდანვე გრძნობს ყველაფერს. თითოეული ემოცია, ქმედება მასზე გავლენას ახდენს.  რომ წარმომიდგენია, როგორ იწყებს ცემას მინიატურული გული… შემდეგ იწყება განვითარება; მყარდება დედასთან უკვე რაღაც ზედონის კონტაქტი. მშობელი შვილის ნაწილია და პირიქით. იწყება… რა? რა იწყება? არ ვიცი, რატომ დამაინტერესა. ახსნა ბოლომდე ვერ მოვუძებნე. მაგრამ, ალბათ, ცხოვრებაში პირველი მეგობრობა იწყება. სიყვარული, ზრუნვა, მოფერება, გრძნობების, აზრების, შეხედულებების გაზიარება. შეიძლება პაწუკას ჯერ არ შეუძლია ვერბალური გამოხატვა, თუმცა ანცი ფეხები მოსვენებას ვის მისცემენ?! იცოდით?ჩანასახი შეძლებისამებრ ისევე აღადგენს დედის ორგანიზმში მიმდინარე დარღვევებს, როგორც  მშობელი. საოცარი იდილიაა… სამწუხაროდ, დაბადების შემდეგ ვკარგავთ ხოლმე ამ უპირველეს მეგობრობას…

ის აქაა. სულ შენთანაა. გაწვდილი ხელის მანძილზე ზის, თვალს თვალში გიყრის, სუნთქვა ჩაგესმის, სურნელს გრძნობ. მაგრამ ოთახში არაა. სადაა? ალბათ გონების კუნჭულშია. ღიმილით აღსავსე მზერას გაპყრობს. ბედნიერებით გაჯერებულ სითბოს გიზიარებს. გჟრჟოლავს კი არა, გსიამოვნებს კი არა… დაგივლის მთელ სხეულში, ამოსუნთქვამდე ჩაგატანს და ამოსუნთქვის სურვილი შეგაწუხებს. მე ამას, თქვენი ნებართვით, მეგობრობას დავუძახებ. ნამდვილს, ჭეშმარიტს, , გამოცდილს, სიცოცხლის იქით წასულს, საუკუნეებგანაძლებს, ლეგენდებდაწერილს, პოემაშიშენაქებს…

  • როცა არ ელი, რომ ფრენის დროს რომელიმე ჩამოვარდება
  • როცა ვერ გრძნობ, რომ მარტო ხარ, მაშინაც კი, როცა სრულიად ცარიელია ოთახი
  • როცა გტკივა მისი წარბის შეჭმუხნვა
  • როცა გიხარია მის თვალებში ჩამდგარი მზის შუქი
  • როცა მზად ხარ, გაგლიჯო ნებისმიერი, ვინც უსიამოვნებას მიჰგვრის «უბრალოდ»

როცა… ბევრი როცაა… ყოველში განსხვავებული «როცაა»… არსი კი არ იცვლება .

შენ და ის რჩებით — მეგობრებად. უბრალოდ, უსიტყვოდ, მაგრამ ემოციებით.

თითოეული განშორება სიკვდილის ტოლფასია. ყოველი ჩხუბი სიცოცხლის წუთებს გართმევს. შერიგება მკვდრეთით აღადგენს. საუბარი სულს ატრიალებს.

მორევში ჩაძირვას ჰგავს ეს ყველაფერი. უბრალოდ თავად ხტები ფიორდიდან. უკან მოხედვა საჭირო არაა…

ოდესმე განშორებიხართ მეგობარს? ოღონდ ისე კი არა, ერთმანეთისგან ცოტა ხნით დასვენება რომ გჭირდებათ, კონტაქტი შეგიძლიათ და სხვა მეგობრები გყავთ გარშემო. მუდმივად რომ გინდათ საუბარი, დანახვა, შეხება, გაღიმება. ის კი მიდის; ვალდებულია; სხვა გზა არაა. გითვალიერებიათ სურათები, წაგიკითხავთ მიმოწერა, გადაგიქექავთ მოგონებები? ადრე ბედნიერების მომგვრელი, ახლა ცხარე ცრემლით მატირებელი.

მერე დაბრუნებულან. ნამდვილი მეგობრები ხომ ყოველთვის ბრუნდებიან. სიზმრებშიც და ოცნებებშიც. იქ მაინც, აუცილებლად. ეს ისეთია, სიტყვა ვერ იტყვის. გადმოცემა შეუძლებელია. «როგორ შეიძლება წარმოიდგინო რაღაც, რაც არასდროს გამოგიცდია?» — ზუსტად!

I got all I need when I got you and I,
I look around me, and see a sweet life

არ მინდა გადავაჭარბო, მაგრამ მეგობრობა თავად სიყვარულია. ერთმანეთის სათავე არიან. ერთმანეთის გარეშე არ არსებობენ. ამიტომ ვითვისებთ დედის რძესთან ერთად, იმ დედის, რომელმაც გვასწავლა.  ჩვენში ყველაფერი მოდის საძირკვლიდან… შეუქმენით, შეუცვალეთ, თავიდან ამოუყვანეთ და კაცი გახდება ადამიანი.

 ჩემო მეგობარო!

მე შენ მიყვარხარ!

Screenshot_20170413-201819

P.S. მე ღალატის, მიტოვების, დავიწყების არ მჯერა.

ჭეშმარიტება არასდროს იბამს ბოროტების კუდს.

https://www.youtube.com/watch?v=pfzaE7yvLI0

Реклама

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s