{ უცნობი }

მე და მე ანუ მე და სხვა

არასდროს არ დაკვირვებიხართ, რომ თქვენში ორ «მე» არსებობს? თქვენ ფიქრობთ დედას და ამბობთ მამას და პირიქით. ვინაიდან ერთ მთლიან ნაწილად სწორედ ამ ორეულების ერთობა გვაყალიბებს. შენ მამა ხარ, რომელსაც უყვარდი და მამაკაცურ საწყისს გაძლევდა. შენ დედა ხარ, რომელიც სიყვარულს, ბუნების საიდუმლოს გასწავლიდა. შეუძლებელია, ეს ნაწილები არ არსებობდეს. უბრალოდ ზოგჯერ ისინი კვდება. მაგალითად, ხანდახან პიროვნება მხოლოდ სიტყვებამდე, ვიღაცის მიბაძვამდე ან გრძნობების თამაშზე დაიყვანება.  თითქოს მათემატიკური განტოლება იყოს… ასეც ხდება, სამწუხაროდ.

რა უნდა იფიქროთ, რომ თუ ერთ-ერთი საწყისი დაკარგულია? ადამიანი სულიერად მკვდრად ან არასრულყოფილად უნდა ჩაითვალოს? უნდა? თუ მე მკითხავთ აზრს, ცალსახად გიპასუხებთ — არა. ევოლუციის უმაღლეს საფეხურზე მყოფი (მეცნიერების თქმით) შეუძლებელია უცებ დაეცეს. საჭიროა დრო, ვითარება, გარემოება, ზეგავლენა. უპირველესად — დრო. მე მჯერა, დიახ, ბოლომდე მჯერა: შეუძლებელია, ცუდი დაიბადო. შეიძლება იყო სხვაზე უარესი, უფრო მძიმე ხასიათით, მეტი სიჯიუტით, მეტი პრობლემით. მაგრამ ბოროტად უნდა იქცე. ეს არჩევანია.

a21eef43ee9e5614c57fa98fbb40e007.gifვითარება, გარემოება და ზეგავლენა ურთიერთკავშირშია. ანი, ბანი, განი… ვინაიდან ადამიანი მარტო არ ყალიბდება, ეს ფაქტორები ღრმად ასობენ ფესვებს მის ბუნებაში. როგორ გაიზრდება? სად? ვისთან ერთად? ვის გაიხდის მეგობრად, მტრად? ვის შეიყვარებს და ვის შეიძულებს? ამას დიდი მნიშვნელობა აქვს; მოწინააღმდეგე ხომ ცუდია თითქოს. მაგრამ თუ ზნედაცემულს იჩერებ გვერდით და ღირსეულს აგდებ? მაშინ? თუ ბოროტება სიყვარულად აქციე და სიკეთე სიძულვილად? ანდა თუ მტერი დაიმოყვარე და მეგობარი გადაიმტერე? ზედმეტად ბევრი «თუ» არსებობს. თითოეულზე პასუხის გასაცემად საჭიროა სათანადო დრო, ვითარება და გარემოება…

ბოლო კითხვა დამრჩა: — ვიცნობ საკუთარ თავს? ვიცი, ვინ ვარ? რა შემიძლია და რა არა? ვარ ადამიანი თუ არა? სწორ გზას ვადგავარ? იქნებ გადავუხვიე? ანდა რომელია სწორი, მართალი გზა? რა მჭირდება? რას ვჭირდები? მთლიანობაში — მართლა ვინ ვარ? ცალსახად … ? უპასუხოდ მხოლოდ მე ვრჩები.

ახლა თქვენ ილაპარაკეთ…

https://www.youtube.com/watch?v=eWupFyTCuZY

Реклама

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s