Tsunami

Flash… One … two… three.. Deep breathe…

Inhale? no… exhale. exhale? Exhale! 

No time for limits… No time for prayers… No time for loveLive! 

ერთი ღრმა ნახტომი. გარშემო წყალია, მხოლოდ წყალი. გაახილე თვალები. შენი ატეხილი აურზაური მიექანება ზედაპირისკენ. ზემოთ ჰარმონიაა. აქ რა არის? ქაოსი? სიგიჟე? კოსმოსი? არაფერი. მხოლოდ შენ, შენ და წყალი. იგრძენი, ამოისუნთქე. ამოისუნთქე, რაც დაგიგროვდა ფილტვებში, სისხლში, ტვინში, გულში, თირკმელებში, კანში. შენვე გამოწვეულ კაკაფონიას გაატანე. და დაწყნარდი. დამშვიდდი, თითქოს დასრულდა. მაგრამ ახლა კი იწყება…

ახლა შენ საკუთარ თავს არ ეკუთვნი… სადღავ ზემოთ, ჰაერში გამოკიდებული უყურებ თეთრ ქაფს, სიგიჟის პარანოიას. შენი სხეული ღრმადაა გამლღვალ ყინულში, სპეტაკ სამოსში. სუდარაშია გახვეული, თითქოს… მკვდარი ხარ.

დიახ. რადგან თავს არ ეკუთვნი. რადგან ცხოვრების აუდუღარ ორთქლში ჩაიძირე. რადგან აღარავინ შეგრჩა. რადგან სულს ვერ უპატრონე. მაგრამ შანსი არის. გაპატიეს, შეგიწყალეს, გიპოვეს და აგაყენეს, მხარში ამოგიდგნენ და შეგაჩერეს. ახლა შენი დრო დადგა — დაიბადე…

ფილტვები ისე ამოიწვა, თითქოს მართლა მოვწიე სიგარეტი… ანდა , საიდან ვიცი, არასდროს რომ არ მომიწევია… როგორ აღმოვჩნდი აქ? წყალი, აქაფებული წყალი გარშემო. თეთრი სამოსი, გაყინული სხეული და რაღაც სიმკვეთრე სახეზე. წუთის წინ განა ტკბილად არ მეძინა? არ ვიცი. ვიცოდი ყველაფერი, მაგრამ ახლა; ამოსუნთქვა ეტკინა — სულს. სხეული გაუძლებს…

მეორე დღეს დაუბრუნდა რუტინას. დაიძინა. გაიღვიძა. მიხვდა. და დაიწყო ცხოვრება… თავიდან? პირველად!

P.S. მან წყალთან შეკრა პირი და ახლა მხოლოდ მის ანარეკლში უცინის თავის სიმკვეთრეს.

https://www.youtube.com/watch?v=0EWbonj7f18

Статус

ზამთრის სუსხიანი დილა 

თქვენ შემიძულეთ, მე კი … ვერ გიპასუხეთ იმავე გრძნობით. არა, არ შემიძლია! მე სიძულვილამდე ვერ დავეცემი. დიახ, თავს დავიფასებ! არ გაგიტოლდებით. არც შეგიზიზღებთ. თქვენც უფლის გაჩენილი არსება ხართ. რა ვქნათ, რომ ჩვენ ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს. ასეთია ცხოვრება: ყველა მოსაწონი ვერ იქნება. 🙁

მე შემიყვარდით. თქვენ კი საპასუხო გრძნობა არ გაგაჩნდათ ჩემ მიმართ. სამწუხაროა, მაგრამ ასეც ხდება. თუმცა, არ მძულხართ, არც მეზიზღებით და არც გმტრობთ. თქვენი ბრალი არაა. ალბათ, რაღავ მხრივ, ჩემი ბრალია. საუკეთესო მხარე ვერ დაგანახეთ. იმედია, გადავლახავ ყველაფერს. მეგობრობით არ შევბღალავ ჩვენს ურთიერთობას.💔

მათ გული მატკინეს. მე ვაპატიე. ასეთი ვარ. გულში ბოღმა არ ჩავიტოვე. არც დამვიწყებია. ნდობა მოიშალა უბრალოდ. ისინი აღარ არიან «ჩემი». მე აღარ ვარ «მათი». დაიკარგა და დამთავრდა. რა? ბევრი რამ: ურთიერთობა, გრძნობა, მონატრება და სინაზე. ასეც ხდება.🙃

მე დავივიწყე. და მას … ეწყინა? დაავიწყდა? გაუკვირდა? არაფერი უგრძვნია? ზუსტად არ ვიცი. არც შემეხმიანა. მომავალში რა მოხდება ნეტავ. შეიძლება ვნახო ისევ, შეიძლება არც. მე როგორ ვარ… დამსხვრეული, ცოტა არ იყოს. დაკარგული და მიმოფანტული.🤐

ვინ ვარ მე? მე ვარ ყველაფერი და მე ვარ არაფერი. მთელი მსოფლიო და არც ერთი არსებული ნაწილაკი. თითოეული ადამიანის სულში ვარ და თან არც ერთის არ მესმის. ვინ ვარ მე? მიპოვეთ და გაიგებთ. 😉