მარტოობა — ცხოვრების დედაარსი

მარტოობაა ქვეყნად ყველაფერი. იბადები — ერთი. ტყუპისცალიც რომ გყავდეს, ჯერ ერთი ბავშვი ევლინება ქვეყანას, მხოლოდ შემდეგ — მეორე. ზრდისას ნელ-ნელა ხვდები, საერთო არაფერია, საერთო არავისია. თუნდაც სათამაშოები და-ძმას შორის ვიღაცისთვის უფრო საყვარელია. 

მეც მარტო ვარ ჩემს მარტოობასთან. მეცოდება, ის მაინც არ დარჩეს მარტო. მაშინ საერთოდ უკუნითი ჩამოწვება. თუ უკვე დადგა? არ ვიცი… ერთპიროვნულად ვერ ვიტყვი; მაინც პატარა იმედის ნაპერწლით ვუყურებ სამყაროს. რას მირჩევთ?

ზოგჯერ სატანჯველადაც იქცევა მარტოობა. ხანდახან კი ნამდვილი საჩუქარია. მარტოობაც ფარდობითია — აინშტაინი ტყუილად არ აფასებდა მას. ნეტავ რა მოვლენამ მიიყვანა თავის თეორიამდე?

რაც არ უნდა თქვან, ძნელია მარტობაა. თუმცა — თანმდევია. თავად ირჩევს ადამიანი, რას მოუხერხებს მას და საბოლოო ნაყოფი მხოლოდ თავად უნდა მოიმკოს, მარტომ… 

Реклама

8 thoughts on “მარტოობა — ცხოვრების დედაარსი

  1. მარტოობა არ უნდა იყოს ტანჯვა. ჩემი აზრით, ეს ზუსტად ის დროა, როდესაც საკუთარ თავთან ჰარმონიაში ხარ💦💭💥

    Нравится

      • მარტოობა შენი სტუმარი კი არა, ოჯახის მუდმივი წევრი უნდა იყოს. მაშინ დასრულდება უაზრო ბორგვა და ტანჯვა

        Нравится

      • ჰო მაგრამ ხანდახან იმ ოჯახის წევრს ემსგავსება ძალიან რომ გაწუხებს თავისი რჩევებით , ყურადღებით , შენიშნვებით )

        Нравится

      • თვითონ ადამიანი როგორ აღიქვამ, გააჩნია. ჩემთვის მარტოობა მუდამ დუმს, მხოლოდ ზოგჯერ მზერით თუ ცდილობს, რამე მიგახვედროს

        Нравится

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s