ჩემი ბანაკი

უცებ memories-ში ბაქსვუდური სიმღერა ამომიგდო, ორი წლის წინ გადაკეთებულს რომ «ვმღეროდი», რადგან განათლების სამინისტრო უნდა მოსულიყო ჩვენს დასათვალიერებლად… მერე ვნახე უუუუსაყვარლესი სურათი — ესეც ბაქსვუდში იყო გადაღებული… და მართლა მომადგა ცრემლი თვალზე ! მომენატრა ჩემი ბაქსვუდი: სითბო, სიყვარული, მეგობრობა, დახმარება, მაგრამ ამავდროულად სიმკაცრე, დისციპლინა, სასარგებლო კონკურენცია. ძალიან ბევრი დაკარგა იმან, ვინც ვერ ან არ წავიდა ბაქსვუდში. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მესმის. ორი წელი ამ დღეს, 27 ივლისს, მიმთავრდებოდა ნაკადი და ერთი სული მქონდა, ეს დღე ა რ მოსულიყო! რატომ? — იმიტომ, რომ ბაქსვუდური ოჯახის დატოვება არავის უნდა. ვერაფერი გაიმეორებს იმ საოცარ გარემოს, რომელიც იქ სუფევს. თავიდან ძალიან მეშინოდა წასვლა, მაგრამ რაღაცნაირად მინდოდა. ასეთი დიდი დროით პირველად ვშორდებოდი სახლს, თან მშობლებსა და მეგობრებთან მუდმივი კონტაქტი არ მექნებოდა. სრულიად უცხო 100-ზე მეტ ადამიანში პირველად აღმოჩენა რთულია, არა? მიჭირდა, ვეგუებოდი, ნელ-ნელა მიყვარდებოდა. სრულიად სხვანაირი დავბრუნდი იქიდან. მეორე და მესამე წელს უკვე ვიბრძოდი წასასვლელად. მთავარი მიზანი ბაქსვუდში მოხვედრა გახდა.შეიძლება, ყველას ვერ ვუმეგობრდებოდი, მაგრამ ერთი დიდი, ერთიანი ოჯახის შეგრძნება არასდროს მტოვებდა.  და ერთხელაც არ მინანია, ზაფხულის სამ კვირას ბაქსვუდში რომ «ვხარჯავდი». ^_^ 😉

insPhoto_1440238787494

ეს მოკლედ ჩემი ბაქსვუდური ბიოგრაფია. სულ შემცვალა ამ ადგილმა. ბევრი რამ მასწავლა, დამხვეწა, გამაუმჯობესა, თვალები ამიხილა და ბლა, ბლა ბლა…  ზედმეტად გრძელია იმისი სია, თუ რა მომცა ბაქსვუდმა. უმთავრესად მაინც მეგობრები და ახალი ოჯახის წევრები მაჩუქა.  ❤

BSSG through the years.jpg

ბოლოს უბრალოდ მინდა ვთქვა: მე ძალიან მიყვარს ბაქვუდი და სულ მეყვარება ❤

P.S. ჩემი ბაქსვუდური სიმღერები და სურათები ^^

https://www.youtube.com/watch?v=OPf0YbXqDm0 —> 2015, The best 3rd ❤

https://www.youtube.com/watch?v=Sv6dMFF_yts —> 2013, The cutest 2nd ❤

https://www.youtube.com/watch?v=iX-QaNzd-0Y —> 2014, The craziest 2nd ❤

 

 

 

 

{არსებობს მეგობარი}

არსებობს მეგობარი, რომელიცknigi

გაძლიერებს, მაშინ როცა ცხოვრების იმედს კარგავ…

განადგურებს, როცა ყველაზე მეტად მის მხარდაჭერას ელოდი…

ებრალები, რადგან ამ გრძნობის სისაძაგლეს ვერ ხედავს…

გისმენს, როცა უბრალოდ სიჩუმე სამყაროზე მეტად გჭირდება…

გიცავს, მაშინაც კი, როცა მართალი არ ხარ, რადგან მეგობრობა უდიდესი სიწმინდეა…

თავბრუს გახვევს, მაგრამ ეს უფრო ნარკოტიკულ ეიფორიას ჰგავს…

გამხელს, რადგან იცის, მხოლოდ ეს გაგაძლიერებს…

გეპირფერება, რადგან ნამდვილი მეგობარი მხოლო ოდესღაც იყო…

გეხმარება, რადგან შენთვის არაფერი ენანება…

გივიწყებს, თუმცა შეუცვლელი ეგონე საკუთარ ცხოვრებაში…

გაოცებს, მაგრამ ეს გაოცება სულაც არ გჭირდება…

გიყვარდება (ალბათ, არსებობენ ასეთებიც, თუმცა მეგობრობიდან სიყვარულამდე გრძელი გზაა, სიყვარულიდან მეგობრობამდე კი გზა არ არსებობს)…

ქრება, რადგან ადამიანიც არ ყოფილა…

შეცდომას უშვებს, მაგრამ მაინც გიყვარს…

გპატიობს, თუმცა აუტანელი ხარ…

და

ბოლოს:

არსებობს მეგობარი, რომელიც უბრალოდ მეგობარია და ეს მეგობრობა სუნთქვაზე მეტს ნიშნავს!!!!

🙂