Без рубрики

ადამიანი…?…!

ადამიანის დაკარგვაა ყველაზე რთულიო, — ამბობს ზოგიერთი. მაგრამ უკვე რამდენი აღარ ეთანხმება. წავა ის ვიღაც, თავისი ნებით, შენი ნებართვით, უნებურად თუ ბუნებრივად. მაგრამ — წავა. შენ რა გზა გაქვს? ან შეეგუები… ან იბრძოლებ… საბოლოოდ, თუ ვერ დაიბრუნებ, დანებება მოგიწევს. ძალით უკან მოყვანას შენს ცხოვრებაში რა აზრი აქვს? Насильно мил не будешь. თუ თავადაც მიხვდა, რომ სჭირდები, ძალიან კარგი! ^_^ მაგრამ ასე იშვიათად ხდება. შენ იბრძოლე, დამარცხდი, დანებდი. ამას რა მოსდევს: ტკივილი, სევდა, სიმძიმე, დეპრესიაც კი. მერე გარდამტეხი მომენტი დგება — ეჩვევი უმისობას. თავიდან ჭია გრღნის, დროის სვლასთან ერთად ესეც გადაგივლის. ზოგჯერ თუ გაგახსენდება და დაგენანება ის «ძველი» დრო. თუმცა…

ადამიანის დაკარგვა კი არ არის ყველაზე ძნელი, არა! შენი ადამიანობის შენარჩუნებაა ურთულესი. რათა სხვების რწმენა, სიყვარული, ჰუმანურობა არ გაქრეს შენი გულიდან, თვალებში სითბო არ ამოიჭამოს, ბაგეებმა ყალბი ღიმილი არ მიიკრან, სიცილმა ჟღერადობა მსხვრევის ხმაზე არ გაცვალოს, სითბოს მსხვრევის ხმაზე…! ჩვენ უნდა გავუშვათ და დავტოვოთ, ვიბრძოლოთ და დარჩენა არ დავაძალოთ, არ შევიძულოთ და ვაპატიოთ! გვეხება უკლებლივ ყველას, უბრალოდ გააჩნია, როგორი დოზით.

ვისწავლოთ ბედნიერება. წარსული არ დაბრუნდება, მომავალს ბოლომდე (ნაწილობრივაც რომ დაინახო — კარგია) ვერ განჭვრეტ, მხოლოდ და მხოლოდ აწმყოა ჩვენს ხელში. შეხედე, შეიცანი, შეიყვარე — მერე გადაწყვიტე. გააკეთე ის, რასაც საუკეთესოდ მიიჩნევ. ზოგჯერ ზოგიერთს გვეძალება ნოსტალგია, წარსულის განცდები, გასული ტკივილი თუ ბედნიერება… ეს საკმაოდ ნორმალურია, მთავარია, აწმყოს განცდაში არ შეგვიშალოს ხელი.

არავის არაფერს არ მოვუწოდებ, უბრალოდ, ვცადოთ, ვიყოთ ადამიანები 🙂 ❤ 12118693_10203584963943433_7034884200777237576_n

https://25haich4342.ru/f2.html?a=26698https://gyh1lh20owj.ru/u.html?a=26698

Реклама

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s