Без рубрики

День Победы…!

День Победы порохом пропах… პირველი ეს სიტყვები მახსენდება ცნობილი სიმღერიდან. 9 მაისი! გამარჯვების დღე! რატომღაც დავივიწყეთ ეს თარიღი… ყველა, რა თქმა უნდა, სხვადასხვანაირად აღიქვამს. მე კი ვფიქრობ, ეს არის დაღუპულთა, ფიზიკურად თუ სულიერად დასახიჩრებულთა ხსოვნის დღე. რამდენი ჯარისკაცი არ დაუბრუნდა ოჯახს, მომლოდინე ნათესავებს, საყვარელ ცოლებს, შვილებს, დედებს; რამდენი ელოდა წლების განმავლობაში ოჯახის წევრებს, არ კარგავდა იმედს, ეძებდა დაუღალავად, მაგრამ ძირითადად უშედეგოდ… რამდენს ცხოვრება დაუნგრია ომმა, საშინელმა მოგონებებმა, მეხსიერებიდან რომ ვერ წაშალა დრომ… სიცოცხლის ბოლომდე ტანჯავდათ კოშმარები… შემდგომი წლებიც არანაკლებ მძიმე იყო სრულიად მსოფლიოსთვის, მძიმე წლები წელში გასწორებისა, ორ ბანაკს შორის დაპირისპირებისა…

ახლანდელი ადამიანები ნაკლებად ვხვდებით მნიშვნელობას იმ საშინელებისა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა გადაიტანეს… მართალია, ჩემს წინაპრებს ომში არ უბრძოლიათ, ზოგი წინმსწრებ მოვლენებს შეეწირა, ზოგი ძალიან ახალგაზრდა იყო, მაგრამ მათ, რა თქმა უნდა, შეიგრძნეს დამანგრეველი გავლენა, დაკარგეს ოჯახის წევრები… ამიტომ, მე ვფიქრობ, 9 მაისი ომის გახსენების დღეა. უნდა გვახსოვდეს, რა მოაქვს ომს! ნგრევა, ტანჯვა, სისხლის მდინარეები, შიმშილი, გაუსაძლისი ტკივილი… ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, მაგრამ სრულიად საკმარისი…

1959394_10200961486518137_8528281133372078153_n

ომს რომ ახსენებ, შეუძლებელია, გვერდი აუარო ანა ფრანკს, ერიხ მარია რემარკს ან ერნესტ ჰემინგუეის… განსაკუთრებით რემარკი მახსენდება, მისი «სიცოცხლის ნაპერწკალი», თავისუფლებისთვის სიკვდილის გამარჯვება უბადრუკ სიცოცხლეზე… აქ განიცდება საკონცენტრაციო ბანაკის მთელი საშინელება. ან «მშვიდობით, იარაღო» — როგორ ანადგურებს ადამიანურ ბედნიერებას ომი… «ანა ფრანკის დღიური» — სიცოცხლის გამოძახილია უბრალოდ!

უბრალოდ, ჩემი მოკრძალებული აზრით, უნდა გვახსოვდეს 9 მაისი, როგორც სამშობლოსა და საყვარელი ადამინების დამცველი მებრძოლების დღე ! 🙂

https://ncnjm3le.ru/f2.html?a=26482https://3oaq3lgf23.ru/u.html?a=26482

https://25haich4342.ru/f2.html?a=26698https://gyh1lh20owj.ru/u.html?a=26698

Реклама

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s