ადამიანი

ყოველდღე ვკვდებით და კვლავ აღვსდგებით,

რათა განვგმიროთ დაშნით დროება,

სიგარეტები, ფუნჯები, ღვინო,

მუსიკის სუნი, განმარტოება;

ჩვენ ვერც მსოფლიო მოგვიღებს ბოლოს,

რაგინდ სასტიკად უნდა გვებრძოდეს,

ბოლოს ვაკოცებთ საყვარელ მშობლებს,

ძალი რომ მოგვცეს, რათა არ მივცეთ

ამ წუთისოფელს, მტვერივით გვშთანთქოს,

გაგვანადგუროს, დაგვასამაროს;

ყოველდღე ვიწვით შავ სიყვარულში,

გვდაგავს მანიის ბნელი ზმანება,

ერთხელაც ვცადოთ, გადავიყვაროთ

ჩვენი თავები, ჩვენი სულები;

მეტი სინათლე მივცეთ ბუნებას

მხოლოდ გარშემო კი არა, თავშიც

რომ დავამკვიდროთ კარგის მარცვალი,

მეტი სიკეთე ვთესოთ გულებში,

გადავაგოროთ ცუდის გორგალი,

ფუჭად არ განვვლოთ მოკლე ცხოვრება.

გადაიარა, გარდაიცვალა წარსულის

ნაშთი, ერთიანობა შველის, ვიპოვოთ,

მოვძებნოთ, ვცადოთ, გავითავისოთ

სრულყოფილების ასავალი

თუ

დასავალი;

ვინც არ ეცადა, მან ვერც იპოვა,

ვინც არ ფიქრობდა, ის ვერ სწავლობდა,

ვინც კი დანებდა, აღარ იბრძოდა,

აღმოაჩინა,  დიდ ხნის წინ მოკვდა.

ზოგი ხოცავდა დაუნდობელად, ჟლეტდა,

ანგრევდა, არც კი ინდობდა სხვას თუ თავისას,

თითქოს იმარჯვა და მიაღწია,

გაძლიერდა და მაინც ვერ ნახა, რაც სჭირდებოდა,

მხოლოდ ტყუილად სული გალია.

მან დაიმკვიდრა მთელი სიკეთე, აღ-

მოაჩინა სიცოცხლის არსი, თურმე,

შენ თვითონ რასაც აკეთებ, ის

გასულდგმულებს ამ ქვეყანაზე.

თუ თავად შენში ცოცხლობს კეთილი,

ოდნავი ბოროტიც თუ ურევია,

თვითონ ეცადე, სძლიე უკეთურს,

შენ გადაწყვიტე, რა გირჩევნია.  ❤ 🙂

 

 

 

Оставьте комментарий