მარტის ბობოქრობა ანუ გაზაფხულის მინიატურა ❤
ჩუმი სისინით დათმო თებერვალმა
პოზიციები,
მარტი ეხვევა მიმოზების ყვითელ თავშალში,
რატომ გაიქეცი, წახვედი,
ასეთი ოვაციებით
ვინ დაგხვდებოდა,
ვინ გაჩუქებდა ჰორტენზიებსაც.
მალე ვარდიც გადამიშლის ჩუმად ბედ-იღბლის წიგნებს
და დავრჩები სრულიად მარტო, ერთი ეული,
მზის გალაშქრება მთვარეზე
თეთრი შროშნებით,
იებით ცისფერი ჩახუტება
ჩუმ ოცნებებზე.
გაცისკროვნებით
მოველოდი მე ამ დროის
მაღალ ზარებას,
როცა ბუნება ჩაიხუტებს
ურჩ ადამიანს,
მთვარე ჩამოწვება მთაწმინდაზე
თეთრ ალუბლებზე
და
კინტოც ეტყვის ლამაზ სალამს,
თავის ნაღვერდალს.
https://www.youtube.com/watch?v=c9Ui98v8Qkw
Реклама