გამეზარდა უკვე! ^_^

დგება 31, მარტის ბოლო დღე… ნათქვამია, «გიჟი მარტი», დარდი-მანდი… ასეთივე გოგო დაიბადა 18 წლის წინ ჩემი ბარტყი! აგერ, გამეზარდა უკვე 😀

aaaa

არ ვიცნობ მასზე პოზიტიური აზროვნების, გახსნილ ადამიანს! შეუძლებელია, გიჭირდეს და გვერდში არ დაგიდგეს, დახმარების ხელი არ გამოგიწოდოს ❤ მზესავით მინათებს გზას, ოქროსფერი ვერძი ^_^ კია ზოგჯერ რქიანი, ჯიუტი, რომ ვერ გადააფიქრებინებ, მაგრამ მაინც რომ მიყვარს :3 ბოლო-ბოლო ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი ნაკლოვანებები, მეც არ ვარ ხშირად ნაკლები. მაღალი და გრძელი, სწორთმიანი, გამხდარი და გაჭიმული… ^_^ პეპი გრძელწინდას მაგონებს! ზუსტად ასეთია: თავის ჭკუაზე მოსიარულე, მხიარული, გიჟი-გადარეული, თბილი და ძალიან საყვარელი ❤

10626525_10201619362804633_5404123917355960486_n

უკვე რამდენი წელია ვმეგობრობთ, სათვალავიც ამერია 😀 :3 მემგონი, წელს იუბილესაც ვიზეიმებთ: 7 წელი ვდაქალობთ ! 🎉🎉🎉🎉 ყველაზე გამორჩეულად იმიტომ ვაფასებ, რომ ისეთია, როგორიცაა სინამდვილეში. არ თამაშობს, არ იფარებს ხელოვნურ, ყალბ ნიღბებს. უყურებს მხოლოდ ადამიანის მეობას და არა სხვას B|

IMG_11899723294846

მოკლედ, ჩემო გიჟუნია, გილოცავ ასეთ განსაკუთრებულ თარიღს! ^_^ უკვე 18 ხარ, ты не шутишь, детка :3 ❤ მინდა ყველაფერი საუკეთესო გისურვო, ის რაც გჭირდება და ის რაც გინდა, აგსრულებოდეს ❤ Love you, sista 👐👐👐👐👐👐👐👐👐

ადამიანი

ყოველდღე ვკვდებით და კვლავ აღვსდგებით,

რათა განვგმიროთ დაშნით დროება,

სიგარეტები, ფუნჯები, ღვინო,

მუსიკის სუნი, განმარტოება;

ჩვენ ვერც მსოფლიო მოგვიღებს ბოლოს,

რაგინდ სასტიკად უნდა გვებრძოდეს,

ბოლოს ვაკოცებთ საყვარელ მშობლებს,

ძალი რომ მოგვცეს, რათა არ მივცეთ

ამ წუთისოფელს, მტვერივით გვშთანთქოს,

გაგვანადგუროს, დაგვასამაროს;

ყოველდღე ვიწვით შავ სიყვარულში,

გვდაგავს მანიის ბნელი ზმანება,

ერთხელაც ვცადოთ, გადავიყვაროთ

ჩვენი თავები, ჩვენი სულები;

მეტი სინათლე მივცეთ ბუნებას

მხოლოდ გარშემო კი არა, თავშიც

რომ დავამკვიდროთ კარგის მარცვალი,

მეტი სიკეთე ვთესოთ გულებში,

გადავაგოროთ ცუდის გორგალი,

ფუჭად არ განვვლოთ მოკლე ცხოვრება.

გადაიარა, გარდაიცვალა წარსულის

ნაშთი, ერთიანობა შველის, ვიპოვოთ,

მოვძებნოთ, ვცადოთ, გავითავისოთ

სრულყოფილების ასავალი

თუ

დასავალი;

ვინც არ ეცადა, მან ვერც იპოვა,

ვინც არ ფიქრობდა, ის ვერ სწავლობდა,

ვინც კი დანებდა, აღარ იბრძოდა,

აღმოაჩინა,  დიდ ხნის წინ მოკვდა.

ზოგი ხოცავდა დაუნდობელად, ჟლეტდა,

ანგრევდა, არც კი ინდობდა სხვას თუ თავისას,

თითქოს იმარჯვა და მიაღწია,

გაძლიერდა და მაინც ვერ ნახა, რაც სჭირდებოდა,

მხოლოდ ტყუილად სული გალია.

მან დაიმკვიდრა მთელი სიკეთე, აღ-

მოაჩინა სიცოცხლის არსი, თურმე,

შენ თვითონ რასაც აკეთებ, ის

გასულდგმულებს ამ ქვეყანაზე.

თუ თავად შენში ცოცხლობს კეთილი,

ოდნავი ბოროტიც თუ ურევია,

თვითონ ეცადე, სძლიე უკეთურს,

შენ გადაწყვიტე, რა გირჩევნია.  ❤ 🙂

 

 

 

20 მარტი!

თითქოს ერთი ჩვეულებრივი, საკმაოდ მოღრუბლული და ცივი დღე გათენდა, არა? მაგრამ გააჩნია ვისთვის…

20140814_184803.jpg

ზუსტად 19 წლის წინ დაიბადა ერთი ადამიანი, რომელიც დღემდე მილამაზებს ცხოვრებას! მეგობრული, გამგები, რჩევის მომცემი, კეთილი, უანგარო, ყველაფერს გაგიკეთებს, არაფერს დაიშურვებს და ერთხელაც არ დაგამდლის ან დაიწუწუნებს. უმრავლესობას ასე არ შეგვიძლია; 😉 სულ ერთი წელია ჩვენს შორის სხვაობა, მაგრამ იმდენად დასრულებულია მისი პიროვნება, ბევრად დიდია; კარგ რჩევას მოგცემს ყოველთვის. მომავალ პროფესიად ექიმობა აქვს არჩეული და ვიცი, ბრწყინვალე ექიმი დადგება; ერთი სიამოვნება იქნება პაციენტებისთვის მასთან მკურნალობა ❤

მართლაც შეუდარებელი პიროვნებაა, ისეთი, მანძილი და დრო მის შენდამი დამოკიდებულებაზე რომ არ მოქმედებს! მთავარია, ვინ ხარ შენ, სხვას კი მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. იმედი მაქვს, ღირსეული მეგობარი ვიყავი წლების განმავლობაში და მომავალში შევეცდები, კიდევ უკეთესი გავხდე ❤ დარწმუნებული ვარ, დრო, მანძილი თუ გარემოებები ჩვენს ურთიერთობაზე არანაირად არ იმოქმედებს (რაღაც დოზით უკვე გამოცდილი გვაქვს)! ❤

friendship-quotes-christina-yang-meredith-grey1

ასე რომ, უბრალოდ გილოცავ, ყველაზე თბილი თვალების მქონევ! ^_^ ❤

10390116_10203052087581857_3402088152137211552_n

დღეს ქალთა დღეა, ბატონებო!

დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა! უპირველესად, ვულოცავ ყველა მანდილოსანს ☺ ❤ მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება და სიხარული მაქსიმალურად ხშირად (ყოველთვის, სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია)! ასევე მინდა გისურვოთ, რომ მარტო ამ დღეს არ გახსენებოდეთ თქვენს მამაკაცებს 😀 🙂 განსაკუთრებით ვულოცავ დედას, დეიდას, ბებიას, მონატრებულ დეიდაშვილს ❤ ❤ ❤ რაც არ უნდა იყოს, «ქალის» ხსენებისას ოჯახი, უმრავლესად საყვარელი დედიკო გვახსენდება ❤ სულ რომ ვერ ვუგებდეთ დედას, მაინც არ არის ისეთი ვიღაც, ვისაც დედაზე მეტად ვეყვარებით და ვინც მასზე მეტად გვგრძნობს, განგვიცდის! მოკლედ, დედა მაინც სულ სხვა თემაა 😏😏😏😏😏

ბოლოს, კიდევ ერთხელ გილოცავთ 8 მარტს! ბედნიერად გაგეტარებინოთ ეს დღე ☺

P.S. 8 მარტი — ერთი განსაკუთრებული დღეა წელიწადში, სპეციალურად ქალებისთვის დადგენილი. ამ დროს მნიშვნელოვანია არა საჩუქარი, არამედ მცირედი ყურადღებაც. 😉

არ დავიწყებ საუბარს სქესების თანასწორობაზე, ეს ისედაც მემგონი ყველამ ვიცით 🙂

12122850_968280253215168_3044744745073974693_n

ასე დადგა გაზაფხულიც!

 

მარტის ბობოქრობა ანუ გაზაფხულის მინიატურა ❤

 

ჩუმი სისინით დათმო თებერვალმა

პოზიციები,

მარტი ეხვევა მიმოზების ყვითელ თავშალში,

რატომ გაიქეცი, წახვედი,

ასეთი ოვაციებით

ვინ დაგხვდებოდა,

ვინ გაჩუქებდა ჰორტენზიებსაც.

მალე ვარდიც გადამიშლის ჩუმად ბედ-იღბლის წიგნებს

და დავრჩები სრულიად მარტო, ერთი ეული,

მზის გალაშქრება მთვარეზე

თეთრი შროშნებით,

იებით ცისფერი  ჩახუტება

ჩუმ ოცნებებზე.

გაცისკროვნებით

მოველოდი მე ამ დროის

მაღალ ზარებას,

როცა ბუნება ჩაიხუტებს

ურჩ ადამიანს,

მთვარე ჩამოწვება მთაწმინდაზე

თეთრ ალუბლებზე

და

კინტოც ეტყვის ლამაზ სალამს,

თავის ნაღვერდალს.

https://www.youtube.com/watch?v=c9Ui98v8Qkw