უბრალოდ - შემოქმედება ! ^_^

ემიგრანტის წერილი

საშინელია დედისთვის იმთავით ის შავი განცდა,

როცა წლებია, საყვარელ შვილს ვერ იკრავს დახაზულ გულში,

პაწია გოგოს რომ არ უკრავს შავ თმაზე ბაფთას,

პატარა ვაჟკაცს ვეღარ უკოცნის ფუნჩულა ლოყას.

 

ძალიან დაიღალა, ქანცი გაეცალა, მაგრამ ვერ ბედავს

რომ იწუწუნოს, იწყევლოს გაწამულ ბედზე,

ჩუმად დასტირის ღამით უწმინდეს ღვთისმშობლის ხატებს,

როცა ადარებს თავის ტანჯვას უფლისა დედას.

 

თვითონ განა რა ნახა,  რა იგრძნო თუ განიცადა,

რომ საწუწუნოდ, საგლახაოდ, საკვნესელად ჰქონდეს საქმე,

თუ ბნელი ცხოვრება შეიწირავს, არას დაეძებს,

მთავარია, შვილმა «ნახოს», შვილმა იცხოვროს, იპოვოს «რამე»!

 

fridon nijaradze.jpg 2 (დედა-სამშობლო?!)

ღამე… დაბნელდა, სიზმარში დაბანაობს პირბადრი მთვარე,

მორფეიც ფრთხილად ითრევს წარმტაც მორევში, გაიხარა:

აქ მაინც ნახავს, ჩაეხუტება არ-გაზრდილ ბარტყებს,

მშობლის სითბო რომ ენატრებათ, სწყურიათ ნატკენ გულებში.

 

მოვა დრო, ჟამი დაბრუნებისა და სიკვდილისკენ იბრუნებს

პირს წყარო განსაცდელისა, გაიფანტება, გაიწოვება უხეში ნისლი,

ის უკან მოვა, მზე გაანათებს, გააბრდღვიალებს სიბნელის ქუჩას

და დაბრუნდება ვარდიანი (გა)ზაფხული რუსთაველისა.

https://www.youtube.com/watch?v=Er5OykbZ3Ok ❤

Реклама

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s