უბრალოდ - შემოქმედება ! ^_^

ემიგრანტის წერილი

საშინელია დედისთვის იმთავით ის შავი განცდა, როცა წლებია, საყვარელ შვილს ვერ იკრავს დახაზულ გულში, პაწია გოგოს რომ არ უკრავს შავ თმაზე ბაფთას, პატარა ვაჟკაცს ვეღარ უკოცნის ფუნჩულა ლოყას.   ძალიან დაიღალა, ქანცი გაეცალა, მაგრამ ვერ ბედავს რომ იწუწუნოს, იწყევლოს გაწამულ ბედზე, ჩუმად დასტირის ღამით უწმინდეს ღვთისმშობლის ხატებს, როცა ადარებს თავის ტანჯვას უფლისა დედას.   თვითონ… Continue reading ემიგრანტის წერილი

Реклама
უბრალოდ - შემოქმედება ! ^_^

Libertango

როცა დაბერდები, და ვერ გახელდები,  ამოსუნთქვაღა გიკავებს ფილტვებს,  გული ბრმად ითვლის უკანასკნელ რითმებს, განვლილი ცხოვრებით გულწრფელად ბრმავდები; და ლიბერტანგო დაგრჩება წასული, ვერ აითრევა მძიმედ ეს სხეული; მაგრამ გახევდება რითმი კვლავ ცეკვაში, პირუეტს გამოწერ შენს წარმოსახვაში. შენ ისევ მარტო ხარ, გაჩუმდნენ სულები, ბოლო ამოსუნთქვა გახრჩობს, მორჯულებით ვეღარც კი გაბედავ, მიუშვებ, ხელებით გამოწერ ჰაერში ცხოვრების სირთულეს. აპლოდისმენტები...… Continue reading Libertango