მოკლედ - ჩემი რეცენზიები :)

How to save family

kinogo.coადვილად რომ ვთქვათ, ძალიან საყვარელი და თბილი ფილმია. თუმცა, ბევრ წინააღმდეგობას, ცხოვრებისეულ პრობლემასა და ტკივილს იტევს. წარმოვიდგინოთ: 70-იანი წლები, ქმარი — არისტოკრატიული ოჯახის შთამომავალი, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზით დაავადებული ნიჭიერი მამაკაცი, ცოლი — შავკანიანი მიზანსწრაფული, მებრძოლი, მოსიყვარულე ქალი, საკმაოდ კარგი დედა, რომელიც ყველაფერს გააკეთებს საკუთარი შვილებისთვის; მათი ორი ქალიშვილი: ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული და, რომლებსაც, მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან უყვართ ერთმანეთი. ფილმში კარგადაა ნაჩვენები, როგორ იბრძვის ახალგაზრდა ქალი ოჯახის შენარჩუნებისთვის, ცდილობს, მეუღლეს დაეხმაროს დაავადების დაძლევაში, გოგონების კარგი მომავალი მისთვის უპირველესია და ამისთვის არაფერს იშურებს. თუ თანამედროვე ფილმებში საკმაოდ ხშირად შეიძლება ვნახოთ ძლიერი ქალის პორტრეტი, იშვიათად შევხვდებით «ასეთ» მამაკაცს. კამერონი (მარკ რუფალო) თავად ნიჭიერი, ორიგინალური ხედვის მქონე ადამიანი, მოსიყვარულე მამა და ქმარია, მაგრამ მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი მას შინაგანად ანადგურებს. თუმცა, ის იბრძვის: იმისთვის, რომ კვლავაც დარჩეს შვილებისთვის კარგ მამად, აღიდგინოს მეუღლესთან ძველი ურთიერთობა, აჩვენოს ადამიანებს — მას შეუძლია იყოს «ნორმალური». მეგი (ზოი სალდანა) უძლიერესი პერსონაჟია: 70-იან წლებში, როდესაც რასიზმი ჯერ კიდევ მძლავრობს, ის აჩვენებს, რომ შეგიძლია იყო შავკანიანი, ქალი და წარმატებას მიაღწიო. მაგრამ ის შვილებს არ სწირავს კარიერას; კამერონისთვის გოგონების დატოვება თავად ქმრისთვის შანსის მიცემას ნიშნავდა და არა მეგის სისუსტეს. კამერონის სიკეთე, ის, თუ როგორ ცდილობს იყოს ზრდილობიანი, სტუმართმოყვარე, გვაჩვენებს — ადამიანს შეუძლია საკუთარი თავის დაძლევა, თუ რეალურად სურს ეს. თან ეს როგორი რთულია 70-იან წლებში, როცა მისი სინდრომი ჯერ კიდევ შეუსწავლელია, ბოლომდე გამოუცდელი წამლების მიღება უწევს და «კარგად» ჩანს, როგორ ეკიდება ამას საზოგადოება. გოგონები მართლაც ბავშვები არიან. მწვავედ განიცდიან უჯახურ პრობლემას, ცდილობენ, მშობლებს ხელი შეუწყონ, ამავდროულად საკუთარ ბავშვურ ეგოიზმსაც ამჟღავნებენ. მაგრამ სწორედ ეს ეხმარება კამერონს, რომ დაინახოს: შვილები მხოლოდ მის ნებაზე არ ივლიან. ფილმი მართლაც თბილია, მაგრამ მხოლოდ «რომანტიკული კომედიით» არ შემოიფარგლება: დრამით განმსჭვალული გვაჩვენებს ცხოვრების სირთულეს, ბრძოლის აუცილებლობას. მსახიობების კარგი კასტი თვალს ახარებს და შეიძლება თვალის დახუჭვა ზოგიერთ სისუსტეზე (თითოეული ადამიანი განსხვავებულ სისუსტეს დაინახავს). განსაკუთრებით მომეწონა, თუ როგორაა ნაჩვენები ბრძოლა ოჯახის შენარჩუნებისთვის ❤ თავად ფილმის სახელი შინაარსთან ასე დავაკავშირე: პოლარული დათვი უსაყვარლეს არსებად წარმოგვიდგენია, რეალურად კი ძალიან საშიშია; ასევე ოჯახიც შეიძლება იდეალურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ყველაფერი ასე კარგად მაინც არ იყოს. ამიტომ ვიტყვი, ყველას გირჩევთ ყურებას (თუმცა, ყურების დაწყებამდე მაინც გადაავლეთ თვალის მოკლე შინაარს, რომ მიხვდეთ, «თქვენია» ეს ფილმი თუ არა). ^_^☺

 

Реклама

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s