Без рубрики

სულის სარკე

C3TChx_pe5sრამდენჯერ ყოფილა, დამსახურებული შენიშვნისა თუ ჩხუბის  გამო გავბრაზებულვართ, ხმამაღლა გვიჩხუბია თუ ჩუმად, სლუკუნით გვიტირია… მაგრამ ამ ყველაფრის მიზეზი რა ხდებოდა, ნეტა ოდესმე თუ დავფიქრებულვართ? ალბათ, კი. თუნდაც ჩუმად, გაუაზრებლად ამოტივტივებულა გონებაში: «რატომ ვიქცევი ასე? განა ის მართალი არაა?». და ზუსტადაც ვიცოდით, ის, ვინც «გვეჩხუბება», მართალია, მაგრამ მაინც, მაინც… დარჩენილა, ჩალექებულა გულის ღრმა კუნჭულში. მე თვითონაც არ ვიცი ბოლომდე, რატომ, მაგრამ აი, რას ვფიქრობ… მოდით, ამას ნუ დავაბრალებთ ეგოიზმს ნაწილობრივ თუ ბოლომდე, რადგან ეგოისტები არ ტირიან, არ იღადრავენ სულს ჩხუბით მოყენებული ტკივილის გამო. მარტო საკუთარი თავი ეცოდებათ და თუ წაიტირებენ, მალევე წყნარდებიან თავიანთ სიყვარულში. ერთი ბოღმა თუ დაუგროვდებათ, როგორ გამიბედეს რამეო. აი, გრძნობებში დაღლილები ტირიან გულიან-სულიანად, მთელი დაგროვებული ტკივილი ერთიანად რომ ამოსდით დამსახურებული ჩხუბის მერე. იმათაც ეცოდებათ, ალბათ, საკუთარი თავი, მაგრამ სულ ოდნავ, დროის მოკლე მონაკვეთში. მერე კი სტკივათ… ის ჩხუბი სტკივათ, ზოგადად, გადმონთხეული ბრაზი. მათთვის სიმართლის ასე თქმა არ შეიძლება, თორემ მასვე გადაჰყვებიან. განა სიმართლის ცოდნა არ უნდათ, უბრალოდ, მკაცრი, სამართლიანი ტონით ახსნა სჭირდებათ. მაშინვე გაიგებენ, მორჩილად ჩახრიან თავს და თვალს ვერ გაგისწორებენ. შერცხვათ… და მორჩა-გათავდა საქმეც. ასეთები ზედმეტ ტკივილს, სევდას გაურბიან, ვინაიდან თავად მუდამ ავსებთ ჩუმი, უტყვი ნაღველი. მოტირალები უთქმელად იძირებიან ტკივილში, ხოლო მოჩხუბრებს სააშკარაოზე გამოაქვთ დაგროვებული განცდა. მაგრამ მათ არასდროს არ ავიწყდებათ ახლა ასე აბუჩად აგდებული ფრაზა: «ადამიანი, რომელიც პირში გეუბნება სათქმელს და არ გლანძღავს ზურგს უკან — არასოდეს გიღალატებს…». ვინაიდან სწორად გვეუბნება ილია: მოყვასს გამოაქვს სააშკარაოზე შენი შეცდომები, მტრები ათასი ტყუილის ქვეშ გიმალავენ, ის კი, ვისაც არ აინტერესებ, არც ერთს აკეთებს და არც მეორეს. ეს ყველაზე საშინელია, ვინაიდან ინდიფერენტულობაა ეგოიზმის სათავე. მაგრამ რა ვიცი, სრულიად შესაძლებელია, ვცდებოდე 😉 ვინ ვართ? რანი ვართ? რისთვის დავიბადეთ? — ამ მარადიულ კითხვებს ვინც გასცემს პასუხს, უდიდესი ბრძენი იქნება ალბათ.

 

Реклама

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s