ჟრჟოლვა…
ქიმია? თუ უფრო გრძნობების?
სიცივე…
მაისის თუ მკაცრი დეკემბრის?
გაფრენა
ცაში ჩვენი სიყვარულის,
მოლხენა
ზღვაში, ჩაძირვა ტალღებში.
ვიზიტი
მეგობრის და ყუთი საჩუქრით,
ნასროლი —
ტყვია, დანა კი — ზურგში.
შავი
ჰორიზონტი. სიბნელე გულში;
ღერი
სიგარეტის, მოწევა ოთახში.
დახრჩობა
კვამლში, დამწვარი ფილტვები.
წიგნი
ვენებში, გული — ფიქრებში.
გარეთ
სიცივე, თოვლია, ბარდნის;
მე
ველოდები თავგასულ ყმაწვილს.
Реклама