უბრალოდ - შემოქმედება ! ^_^·Без рубрики

ერთი ფურცელი ოქტომბრის დღიურიდან ☺

ოქტომბრის ერთი ცივი დღე იყო… დილიდან წვიმდა. შემცივდა. მოვიცვი საყვარელი ქვიშისფერი მანტო. გუბურებში ვაბიჯებდი, ბავშვობა მახსენდებოდა… მერე გაკვეთილი იყო, უინტერესო და დამღლელი, ოღონდ — ემოციურად! უცებ მუსიკა შემოვიყვანე გონებაში, დაემატა გენიოსთა შემოქმედებაც და … Voila ❤ პირველი ფურცელი დაიწერა ოქტომბრის დღიურში ^_^

მინაწერი ფურცელზე

ერთხელ დახატა ბავშვმა სახლი,

არ მოეწონა და დაანგრია,

ასე მეფშვნება ოცნების კოშკი,

მთელი ცხოვრება რომ შევალიე.

თურმე არ ვიცნობ მე საკუთარ თავს,

ვერ გამიგია, რა მსურს ამქვეყნად,

ვეძებდი დაკარგულ ოცნებას მუდამ,

ფიქრებზე სიგიჟე ზედ ამიგია.

მე რაც მაწუხებს, გარეთ იღვრება,

ღრმად გადამაგდო სასტიკ მორევში

საწყალი პოეტი სიცოცხლის ქარმა,

არმწყალობელმა, დამახშობელმა,

ბედნიერების ხანაც მომცემმა და ხანაც მკვლელმა.

ხომ გადააგდეს სიცოცხლის აზრი,

თაფლივით ტკბილი შემოქმედება,

ამ საუკუნის ხალხის ნაგავში

ნეტარების ხდება გადაგვარება.

სიმბოლისტები?… ახლოა სულთან…

რეალიზმიც რომ ფრთებს შემასხამს,

სულ არ მჭირდება საჭმელ-სასმელი,

მუზა ჩემს ჭიქაში ნექტარსაც ასხამს!

ჩემი მტანჯველი სიყვარულია,

სამშობლოს ტრფობაც მუდამ გულს მიღრღნის,

უფალზე უწინ არაფერი დგას,

ოჯახს, მეგობარს სული სიცოცხლეს უძღვნის.

დავბადებულვარ ერთხელ ქართველად,

ამ სამოთხეში ამოვყავ თავი,

ხატად მქცევია ჩემი მამული,

აწ დანგრეყკუ, მაინც რომ ლაღი…

მე სურვილი მკლავს, სიცილი მინდა

იქცეს ამა სიცოცხლის ლამაზ მდევრად,

უფლის იმედი არ დამეკარგოს

არასდროს, ბუდობდეს გაწამულ სულშიაც მედგრად.

იმ «ერთადერთის» პოვნა გაჭირდა,

წუთისოფელი მასაც არ გვარჩენს,

ოპტიმიზმს გონება მაინც არ კარგავს,

სულს აფრთხიალებს ნაზი შეგრძნება!

ტკივილი ბევრი გამოვიარე,

დღე ბედნიერიც მაჩვენა ბედმა,

ნაპერწკალი ანათებს თვალებს

და მიხარია მაინც ცხოვრება! ^_^

5/X/2015 წ. :3

Реклама

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s