Без рубрики

ბანალურად — სკოლა :)

13 სექტემბერია უკვე. ხვალ სკოლა იწყება, მე-12 კლასი. თან მიხარია და თან მეზარება რაღაცნაირად. არადა წინ სერიოზული, თავდაუზოგავი შრომა მელოდება, საუკეთესო შედეგისთვის უნდა «ვიბრძოლო», მაქსიმალურად დავიხარჯო.

4ZdXpu5pcJQ

თუმცა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ჩემს 161-ში კი არ მივდივარ, არამედ უკან, ბაქსვუდში ვბრუნდები: mwMagJc_uWQ

დილად 7-ის ნახევარზე ფრთხილად ავდგები, დორმელები რომ არ გავაღვიძო ისე, ჩავიცმევ წინასწარ გამზადებულ ტანსაცმელს, ჩავალ მოედანზე, გავირჭობ ყურებში ნაუშნიკებს და წავიდა ვარჯიში… მერე ნელ-ნელა ავბრუნდები დორმში, გოგოები უკვე გაღვიძებულები დამხვდებიან ნაწილი მაინც; 07.45-ზე გაღვიძების ზარს დარეკავენ. მე ისევ შევკრთები, რადგან, წინა წლების «გამოცდილებით», room inspection-ის ზარი მეგონება 😀  ამ დროს უკვე ყველა ადგება ^_^ რვისკენ უკვე ლანას და მარიამსაც გავაღვიძებთ, მანამდე არ გვინდა შევაწუხოთ, როცა 4-5 საათზე იძინებ, 15 წუთის ძილიც მნიშვნელოვანია ☺ 8.15-ზე უკვე თითქმის მზად ვართ, როგორც ყოველთვის, ყველაფერი «ზედმეტი» დამალულია საბნების ქვეშ ან გატანილია, მაგრამ ვიცით, მაინც ვერ მოვიგებთ 😀 მერე მივიჩქარით ლაინებზე, გვშია ხალხს 😀 საუზმის მერე უცებ ავირბენთ დორმში, რასაც საჭიროა, ვიზამთ, და უკვე 09.30-ია, assembly-ზრ მოგვიწოდებენ ლიდერები-HP-ჩვენი მარიამ აქტივიტი მენეჯერი ^_^ იმედი გვაქვს, არავინ დააგვიანებს, თორემ 5 წუთი აბსოლუტურ სიჩუმეში ჯდომა ან დამატებითი გაკვეთილი არავის ეხალისება 😛 დღემდე ვერ ვხვდები, რა გვაცინებდა იმ 5 წუთიან სიჩუმეში ვინსლეტს 😀 მერე თუ დრო გვექნა, ძალიან კარგი, თუ არადა დავადგებით საგაკვეთილო გზას… ჩვენს მის ნანა მუქერიასთან არავინ მოიწყენს (ძალიან, ძალიან მიყვარს ❤ )^_^ შესვენებებზე შემოიხედავენ სხვა კლასიდან ბავშვები, შემოგვივლიან; დადგება ბოლოს 2 საათი, დაგვიმთავრდება lessons და ველოდებით სამის ნახევარს, განსაკუთრებით თუ გამორჩეულად გემრიელი სუნი ტრიალებს :3 სადილის მერე აქტივობები იწყება. ოოო, ეს უკვე ცალკე «სერიოზული» თემაა, რას არ მოიფიქრებენ ეს ლიდერები, ჩვენი მარიამი და HP-ები; და ამ ყველაფერში უცებ გაგვეცლება თვალსა და ხელს შუა დღე, დაბნელდება. კარგია საღამო :3 განსაკუთრებით მაშინ, თუ All Star  ან Disco-ა დაგეგმილი; სხვა აქტივობებიც მაგარია ^_^ მაგრამ მერე გამოვფხიზლდები, წამით გავახელ თვალებს სიბნელეში და მივხვდები, ხვალ ისევ ჩემს ძველ, რაღაცნაირად მონატრებულ სკოლას დავუბრუნდები… ამ დროს ცრემლებამდე მომენატრება ჩემი ბაქსვუდი, მაგრამ ის საოცარი, საუკეთესო მოგონებები გამაღიმებს: ვიცი, ვეღარ დავბრუნდები, როგორც მოსწავლე, მაგრამ მუდამ მემახსოვრება და იქ მიღებული გამოცდილება ბევრ რამეში გამომადგება. დროა მოვიშოროთ ნოსტალგია და შევუდგეთ საქმეს ! ^_^Buckswood

Реклама

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s