One more Poetry Night

FnBI8z_4MzE

ბაქსვუდი — რამდენი რამ იმალება ამ ერთი სიტყვის ქვეშ: მეგობრობა, სიყვარული, ერთობა, განვითარება, გაძლიერება, ცვლილება უკეთესისკენ, გუნდურობა, უბრალოდ დაუვიწყარი ემოცია და მოგონებები… მიკვირს, ზოგი ადამიანი რატომ ვერ ეწყობა და ტოვებს მას. პირადად ჩემთვის ეს დიდი ცხოვრებისეული გაკვეთილი იყო, როდესაც 2013 წელს ერთი ჩვეულებრივი, მორცხვი, ცოტა არაკომუნიკაბელური გოგონა მოვხვდი ამხელა ბანაკში 150 უცნობთან ერთად. მე მათთან ერთად უნდა «მემუშავა»: მომეფიქრებინა, განმეხორციელებინა და, შეძლებისდაგვარად, გამემარჯვა. მაგრამ ბაქსვუდში ყოველი მარცხი პატარა ტრიუმფიცაა, რადგან უამრავ რამეს სწავლობ. თუმცა, ცოტა თემას გადავუხვიე, სხვა რამეზე მინდოდა მესაუბრა. ბაქსვუდი შთაგონების წყაროა: ის აღვიძებს იმ პატარა არსებას, შენში რომ სძინავს და კარნახობს, თუ რა უნდა შექმნას. ასე დამემართა მეც … პოეზიის დროც დადგა 🙂 P.S. ლექსი ცოტა dark-ია, მაგრამ მემგონი არაუშავს რა 🙂

«სიკვდილამდე წამით ადრე»
ერთი ამოსუნთქვა დარჩა სიკვდილამდე.
დედის ტირილი წვდება არსებამდე,
მხოლოდ სიკვდილმა დაამშვენა არემარე,
მშობლის ცრემლებია ამ სიკვდილზე ცხარე.
იღვრება მელოდია, სული საზღვარს ცდება,
ჩამავალი მზის სინათლე ქვეყანას ეფინება,
ერთადერთი — გრძნობა, სახეზე იბეჭდება,
საწყალ მომაკვდავს ღიმილი ეფანტება,
ცისფერ ბაგეთა — ნაზი გაღიმება.
წყეული ბნელით თვალები იბინდება,
გულის პულსაცია ნელ-ნელა უჩერდება,
მწარე ტკივილი სიტკბოებით შეეცვლება,
ერთი იმედი აქვს, ნეტავ, უსრულდება?
საყვარელ სატრფოსთან იქ მაინც შეერთდება,
მათი სიყვარულით ანგელოზი ამღერდება,
მისი სათუთი ხმა ჩვენ თუ ჩამოგვწვდება,
ღვთაებრივი წვეთები ოდნავ შეგვეშხეფება.
მაგრამ ეს შეხებაც ისეთი ნეტარია,
ამაზე მეტი რაღა სანატრია?

Реклама

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s