Просто вырвалось!

destinyზოგადად, ძალიან დიდხანს ვცდილობდი, შემექმნა რამე ასე თუ ისე ღირებული ამ თემაზე, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ შევძელი. მეტის თქმა მიჭირს.. თითქოს უკვე აღარაა ეს თემა მძიმე ჩემთვის, მაგრამ ზოგჯერ ყელში ბურთი მეჩხირება, საბედნიეროდ, ცრემლები აღარ მახრჩობს, უბრალოდ — მენატრება… მენატრება შეხებამდე, ხელის ჩაკიდებამდე, კოცნამდე, მოფერებამდე, ზრუნვამდე… ზოგჯერ, როცა საბოლოოდ მარტო ვრჩები, ვგრძნობ იმ დამწყდარ სიმებს, ამოხეულ ფურცლებს, გაფანტულ მოგონებებს სულში, რომელიც ვერასდროს გამთლიანდება ბოლომდე… ახლა კი — ჩემი მცირედი შემოქმედება :

რატომ არ წერენ მამაზე ლექსებს?

რატომ არ წერენ მამაზე ლექსებს?

ნუთუ არ დაგავს შვილის ზმანება?

ისიც ერთია, დედია მსგავსად,

მშობლად ჩენილი და ეყვარება

შვილი,

ერთი თუ ათი,

გინდა იმ ქალმა მისცა ჰბადება,

ვინც ცხოვრებაში ერთი წუთითაც,

ერთი წამითაც არ ეყვარება.

აი, ვინაა ნამდვილი მამა,

ვისზე აროდეს არ წერენ ლექსებს,

ვაჟისთვის პირველი გმირი რომ ხდება

და ქალიშვილი სულ ედარდება!

ვაი, რომ მისი დაკარგვაც მხოლოდ

ედრება დედის გარდაცვალებას,

ვერ ამსუბუქებს სულიერ ტკივილს

არც სიყვარული საუკუნოდ და არც სულიერი ფერიცვალება.

მამა ისაა, დედასთან რომ გზრდის,

ბიჭს რომ ასწავლის, რაა კაცობა,

თავადაც მისცემს შვილს კარგ მაგალითს,

თუმცა, „დატუქსვა“ არ ენანება.

ქალიშვილისთვის მამა გმირი,

მას ხომ ვერავინ ვერ შეედრება,

მამა დაიცავს მაშინაც, როცა

მთელი სამყარო თავს დაესხმება.

მამა ერთია ამ ქვეყანაზე,

მას ვერავინ ვერ შეედრება,

მოდით, გვიყვარდეს მამები მაშინ,

როცა მიწაზე ყოფნის ექნება ნება.

12/05/2015 წ.

Реклама

Добавить комментарий

Заполните поля или щелкните по значку, чтобы оставить свой комментарий:

Логотип WordPress.com

Для комментария используется ваша учётная запись WordPress.com. Выход / Изменить )

Фотография Twitter

Для комментария используется ваша учётная запись Twitter. Выход / Изменить )

Фотография Facebook

Для комментария используется ваша учётная запись Facebook. Выход / Изменить )

Google+ photo

Для комментария используется ваша учётная запись Google+. Выход / Изменить )

Connecting to %s