She is MY person!

Yes, she is MY person!


my person

ეს პოსტი მინდა მივუძღვნა დღევანდელ იუბილარს, ადამიანს, რომელიც სიტყვებით აღუწერლად მიყვარს! ჩემო სულიერო დაიკო, პირველ რიგში გილოცავ, you’re already seventeen, either am I ^_^ შეუძლებელია ასე გადმოცემა, თუ რას წარმოადგენ ჩემთვის და რამდენი გაქვს გაკეთებული; ვერც წარმომიდგენია, რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება შენს გარეშე! შენ მასწავლე ვიყო ჩემი თავი, ვიმოძრაო დასახული მიზნისკენ, არ შევუშინდე წინააღმდეგობებს და გავხდე სულ უკეთესი! ჩემო მესაიდუმლე, მუდამ გჯეროდა ჩემი, მხარში მედექი, ჩემ გამო რას არ აკეთებდი, არაფერი არასდროს არ დაგიშურებია! ❤

მეც ვცდილობდი, ღირსეული მეგობარი გყოლოდი გვერდში :* დარწმუნებული ვარ, სულ ასე ვიქნებით ჩვენს მეგობრებთან ერთად და მოხუცებულობაში დაგირეკავ ხოლმე სიტყვებით: «მიიღე პენსია? სად დავხარჯოთ?» 😀 ტყუილად კი არ ვთქვით მაშინ:

— იცი, დებად რატომ არ დავიბადეთ?
— არა. რატოოომ?
— იმიტომ, რომ დედაშენი ორ ჩვენნაირ გიჟს ვერ გაუძლებდა ოჯახში … 😀 ❤
large (4)

მიყვარხარ, ჩემო Amaterasu ❤ ❤ ❤ 

das

ექვსი რჩევა წერის მოყვარულებს ჯონ სტეინბეკისგან

ჩემი აზრით, კარგი რჩევებია, განსაკუთრებით ბოლო მომეწონა ^_^

ლიტაგორა

John-Steinbeck— არ იფიქროთ ბოლოში გასვლაზე. არ იფიქროთ 400 გვერდზე და ყოველდღიურად მხოლოდ თითო გვერდი დაწერეთ, ეს დაგეხმარებათ. როდესაც წიგნს მორჩებით, ძალიან გაგიკვირდებათ.

— წერეთ თავისუფლად და რაც შეიძლება სწრაფად, ყველაფერი ქაღალდზე გადაიტანეთ. არასდროს შეასწოროთ, ან გადაწეროთ, სანამ ყველაფერს არ მორჩებით. გადაწერა ხშირად შეწყვეტის საბაბი ხდება. ის ასევე უშლის ხელს დინებას და რითმს, რომელიც არაცნობიერად შეიძლება გაჩნდეს.

— დაივიწყეთ ზოგადი აუდიტორია. ეს, უსახელო და უსახო აუდიტორია საშინლად შეგაშინებთ, თეატრისგან განსხვავებით ის აქ არ არსებობს. წერისას თქვენი აუდიტორია შეიძლება ერთადერთი მკითხველი იყოს. მე ხშირად მეხმარება ერთი ნამდვილი ადამიანის, ისეთი ადამიანის ამორჩევა, რომელსაც ვიცნობ და მისთვის ვწერ.

— თუ რომელიმე სცენა, ან ნაწილი ზედმეტად მოგწონთ და გინდათ დატოვოთ, მაგრამ ამას ვერაფრით ახერხებთ, გადადეთ და წერა გააგრძელეთ. როდესაც ყველაფრის წერას მორჩებით, დაუბრუნდით და შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ მან პრობლემები იმიტომ შეგიქმნათ, რომ მისი ადგილი იქ არ იყო.

— ფრთხილად იყავით სცენასთან რომელიც სხვებზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება თქვენთვის. ხშირად აღმოაჩენთ, რომ ის ზედმეტია.

— თუ დიალოგს…

View original post ещё 15 слов

ბანალურად — სკოლა :)

13 სექტემბერია უკვე. ხვალ სკოლა იწყება, მე-12 კლასი. თან მიხარია და თან მეზარება რაღაცნაირად. არადა წინ სერიოზული, თავდაუზოგავი შრომა მელოდება, საუკეთესო შედეგისთვის უნდა «ვიბრძოლო», მაქსიმალურად დავიხარჯო.

4ZdXpu5pcJQ

თუმცა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ჩემს 161-ში კი არ მივდივარ, არამედ უკან, ბაქსვუდში ვბრუნდები: mwMagJc_uWQ

დილად 7-ის ნახევარზე ფრთხილად ავდგები, დორმელები რომ არ გავაღვიძო ისე, ჩავიცმევ წინასწარ გამზადებულ ტანსაცმელს, ჩავალ მოედანზე, გავირჭობ ყურებში ნაუშნიკებს და წავიდა ვარჯიში… მერე ნელ-ნელა ავბრუნდები დორმში, გოგოები უკვე გაღვიძებულები დამხვდებიან ნაწილი მაინც; 07.45-ზე გაღვიძების ზარს დარეკავენ. მე ისევ შევკრთები, რადგან, წინა წლების «გამოცდილებით», room inspection-ის ზარი მეგონება 😀  ამ დროს უკვე ყველა ადგება ^_^ რვისკენ უკვე ლანას და მარიამსაც გავაღვიძებთ, მანამდე არ გვინდა შევაწუხოთ, როცა 4-5 საათზე იძინებ, 15 წუთის ძილიც მნიშვნელოვანია ☺ 8.15-ზე უკვე თითქმის მზად ვართ, როგორც ყოველთვის, ყველაფერი «ზედმეტი» დამალულია საბნების ქვეშ ან გატანილია, მაგრამ ვიცით, მაინც ვერ მოვიგებთ 😀 მერე მივიჩქარით ლაინებზე, გვშია ხალხს 😀 საუზმის მერე უცებ ავირბენთ დორმში, რასაც საჭიროა, ვიზამთ, და უკვე 09.30-ია, assembly-ზრ მოგვიწოდებენ ლიდერები-HP-ჩვენი მარიამ აქტივიტი მენეჯერი ^_^ იმედი გვაქვს, არავინ დააგვიანებს, თორემ 5 წუთი აბსოლუტურ სიჩუმეში ჯდომა ან დამატებითი გაკვეთილი არავის ეხალისება 😛 დღემდე ვერ ვხვდები, რა გვაცინებდა იმ 5 წუთიან სიჩუმეში ვინსლეტს 😀 მერე თუ დრო გვექნა, ძალიან კარგი, თუ არადა დავადგებით საგაკვეთილო გზას… ჩვენს მის ნანა მუქერიასთან არავინ მოიწყენს (ძალიან, ძალიან მიყვარს ❤ )^_^ შესვენებებზე შემოიხედავენ სხვა კლასიდან ბავშვები, შემოგვივლიან; დადგება ბოლოს 2 საათი, დაგვიმთავრდება lessons და ველოდებით სამის ნახევარს, განსაკუთრებით თუ გამორჩეულად გემრიელი სუნი ტრიალებს :3 სადილის მერე აქტივობები იწყება. ოოო, ეს უკვე ცალკე «სერიოზული» თემაა, რას არ მოიფიქრებენ ეს ლიდერები, ჩვენი მარიამი და HP-ები; და ამ ყველაფერში უცებ გაგვეცლება თვალსა და ხელს შუა დღე, დაბნელდება. კარგია საღამო :3 განსაკუთრებით მაშინ, თუ All Star  ან Disco-ა დაგეგმილი; სხვა აქტივობებიც მაგარია ^_^ მაგრამ მერე გამოვფხიზლდები, წამით გავახელ თვალებს სიბნელეში და მივხვდები, ხვალ ისევ ჩემს ძველ, რაღაცნაირად მონატრებულ სკოლას დავუბრუნდები… ამ დროს ცრემლებამდე მომენატრება ჩემი ბაქსვუდი, მაგრამ ის საოცარი, საუკეთესო მოგონებები გამაღიმებს: ვიცი, ვეღარ დავბრუნდები, როგორც მოსწავლე, მაგრამ მუდამ მემახსოვრება და იქ მიღებული გამოცდილება ბევრ რამეში გამომადგება. დროა მოვიშოროთ ნოსტალგია და შევუდგეთ საქმეს ! ^_^Buckswood

ის, რაც აღგვაფრთოვანებს და სულიერად გვამაღლებს

Juan Miro

დღეს, ჩემი უსაყვარლესი მეგობრის წყალობით (დიდი მადლობა მარიამ გაბრიჩიძეს), ჩავერთე ძალიან საინტერესო აქციაში. მისი შინაარსი ასეთია: თუ დაალაიკებ მეგობრის გვერდზე დადებულ რომელიმე მხატვრის სურათს, ის დაგისახელებს ხელოვანს და შენ შენს wall-ზე უნდა განათავსო მისი ნებისმიერი სურათი (არჩევანში შეზღუდული არ ხარ). დავასახელებ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ მომხიბლა ამ აქციამ ასე:

  1. ეცნობი არაერთი მხატვრის შემოქმედებას;
  2. შეიძლება შემთხვევით აღმოაჩინო ადამიანი, რომელსაც შენი მსგავსი ინტერესები აქვს (როგორც მე დამემართა ^_^);
  3. სულ უფრო და უფრო გათვითცნობიერებული და განათლებული ხდები ხელოვნებაში (თუ, რა თქმა უნდა, გსურს და ინდომებ 😉 );

შენ თავად იხსენებ ყველა იმ მხატვარს, რომლის ნახატიც მოგწონებია ან დაუინტერესებიხარ, რაც, ჩემი აზრით, კარგი გონების ვარჯიშია;

ასე რომ, მემგონი, არაფერი გამომრჩენია. ძალიან მინდა, ბევრი მსგავსი და უფრო საინტერესო ხელოვნებასთან დაკავშირებული აქცია განხორციელდეს, ხელოვნება ხომ ზუსტად ისაა —> (როგორც დავასათაურე ეს «სტატია») ^_^ So, დავამთავრებ გამონათქვამით:

The purpose of art is washing the dust of daily life off our souls.

Garçon_à_la_pipe

One more Poetry Night

FnBI8z_4MzE

ბაქსვუდი — რამდენი რამ იმალება ამ ერთი სიტყვის ქვეშ: მეგობრობა, სიყვარული, ერთობა, განვითარება, გაძლიერება, ცვლილება უკეთესისკენ, გუნდურობა, უბრალოდ დაუვიწყარი ემოცია და მოგონებები… მიკვირს, ზოგი ადამიანი რატომ ვერ ეწყობა და ტოვებს მას. პირადად ჩემთვის ეს დიდი ცხოვრებისეული გაკვეთილი იყო, როდესაც 2013 წელს ერთი ჩვეულებრივი, მორცხვი, ცოტა არაკომუნიკაბელური გოგონა მოვხვდი ამხელა ბანაკში 150 უცნობთან ერთად. მე მათთან ერთად უნდა «მემუშავა»: მომეფიქრებინა, განმეხორციელებინა და, შეძლებისდაგვარად, გამემარჯვა. მაგრამ ბაქსვუდში ყოველი მარცხი პატარა ტრიუმფიცაა, რადგან უამრავ რამეს სწავლობ. თუმცა, ცოტა თემას გადავუხვიე, სხვა რამეზე მინდოდა მესაუბრა. ბაქსვუდი შთაგონების წყაროა: ის აღვიძებს იმ პატარა არსებას, შენში რომ სძინავს და კარნახობს, თუ რა უნდა შექმნას. ასე დამემართა მეც … პოეზიის დროც დადგა 🙂 P.S. ლექსი ცოტა dark-ია, მაგრამ მემგონი არაუშავს რა 🙂

«სიკვდილამდე წამით ადრე»
ერთი ამოსუნთქვა დარჩა სიკვდილამდე.
დედის ტირილი წვდება არსებამდე,
მხოლოდ სიკვდილმა დაამშვენა არემარე,
მშობლის ცრემლებია ამ სიკვდილზე ცხარე.
იღვრება მელოდია, სული საზღვარს ცდება,
ჩამავალი მზის სინათლე ქვეყანას ეფინება,
ერთადერთი — გრძნობა, სახეზე იბეჭდება,
საწყალ მომაკვდავს ღიმილი ეფანტება,
ცისფერ ბაგეთა — ნაზი გაღიმება.
წყეული ბნელით თვალები იბინდება,
გულის პულსაცია ნელ-ნელა უჩერდება,
მწარე ტკივილი სიტკბოებით შეეცვლება,
ერთი იმედი აქვს, ნეტავ, უსრულდება?
საყვარელ სატრფოსთან იქ მაინც შეერთდება,
მათი სიყვარულით ანგელოზი ამღერდება,
მისი სათუთი ხმა ჩვენ თუ ჩამოგვწვდება,
ღვთაებრივი წვეთები ოდნავ შეგვეშხეფება.
მაგრამ ეს შეხებაც ისეთი ნეტარია,
ამაზე მეტი რაღა სანატრია?